date?

581 54 3
                                    

ორშაბათამდე დღეები საშინლად გაიწელა, სამანტამ არ იცოდა დათანხმებულიყო თუ არა ჰარის. აშინებდა ის ფაქტი, რომ ბოლოს შეიძლება ის დარჩენილიყო გულნატკენი. ცხოვრებაში იმედგაცრუებისა და ტკივილის მეტი არაფერი უგრძვნია, ეყო ფატალურად დასრულებული კრახი.

მთელი ამ დროის განმავლობაში ჰარი თითქმის ყოველდღე ურეკავდა და შეტყობინებებს უტოვებდა. სამანტას კი აღიზიანებდა მისი ამგვარი ქცევა, კარგად იცოდა რომ ჰარი ამას გართობისთვის აკეთებდა, მაგრამ საკუთარ თავს მაინც ვერ ერეოდა.

-ღმერთო, გთხოვ რამე მანიშნე.

ზემოთ აიხედა და ამოიოხრა. მერე ეზოში გავიდა და პატარა გვირილა იპოვა.

"წავიდე..
არ წავიდე..
წავიდე..
არ წავიდე..
წავიდე..

გვირილის ბოლო ფურცლის მოწყვეტამ გადაწყვიტა, რომ სამანტა ჰარის აუცილებლად უნდა წაყოლოდა.

გვირილის ყუნწი ნერვებ მოშლილმა გადააგდო და სახლში შევიდა.

დივანზე ჩამოჯდა და ერთ წერტილს მიაშტერდა. ამავდროულად კი ფრჩხილებს იკვნეტდა.

ტელეფონი ამოიღო და ჰარის შეტყობინება გაუგზავნა.

"ფაქტობრივად არ მიცნობ, არაფერი იცი ჩემს შესახებ, როგორ შეგიძლია ეს გააკეთო?"

პასუხის მოლოდინში ისევ ფრჩხილების კვნეტა გააგრძელა. პასუხმაც არ დააყოვნა.

"დარწმუნებული ხარ, რომ შენს შესახებ არაფერი ვიცი?

-ჯანდაბა, ეს იდიოტი!

ჩაიდუდღუნა გაბრაზებულმა და პასუხი მანაც გაუგზავნა

"კი, დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი იცი და ამას მხოლოდ გასართობად აკეთებ!"

ჰარის პასუხი მალევე მოვიდა.

"ძალიან ცდები, ტკბილო. ცუდი განძრახვა არ მაქვს, ამას კი მალე დაგიმტკიცებ."

სამანტას არაფერი მიუწერია.
საათს დახედა, 5 საათი იყო. 7-ზე  ჰარი მოაკითხავდა.

საბოლოოდ გადაწყვიტა წასულიყო. თავის ოთახში ავიდა და სააბაზანოში შევიდა. ნახევარ საათიანი ბანაობის შემდეგ ოთახიდან პირსახოც შემოხვეული გამოვიდა და კარადასთან მივიდა.

-რა ჯანდაბა ჩავიცვა?

ცარიელი სივრცისა და საკუთარი ქვეცნობიერის საყურადღებოდ კითხვა დასვა.

ეს პაემანი იყო, ამავდროულად არ იყო.
ჰარის და სამანტას არანაირი გრძნობები არ აკავშირებდათ ერთმანეთთან, ყოველ შემთხევევაში მათ თვითონაც არ იციან რას გრძნობენ.

უბრალო სიამოვნებისთვის ამას გააკეთებდა, ჩვეულებრივი ვახშამი იქნებოდა და მეტი არაფერი.

სამანტამ გაიფიქრა და სწორედ ამ დროს  კარადაში ძალიან ლამაზი წითელი კაბა იპოვა.

პირსახოცი მოიშორა და წითელი კაბა სხეულზე მოირგო. მაკიაჟიც გაიკეთა, ბოლო შტრიხი დარჩა, ტუჩსაცხი. მალევე წაისვა და ბოლოჯერ კმაყოფილმა შეათვალიერა მისი თავი სარკეში.

საკუთარ თავს კატეგორიულად უკრძალავდა რაიმე ზედმეტის ფიქრს.

თვითონაც არ იცოდა ასე ძალიან რატომ იპრანჭებოდა, ეს ჰო უბრალოდ ვახშამი იყო.

ჩანთაში საჭირო ნივთები ჩადო და ქვემოთ ჩავიდა. საათს  დახედა, რომელიც შვიდის ნახევარს უჩვენებდა. ნახევარი საათი კიდევ ჰქონდა დრო.

დივანზე ჩამოჯდა და ტელევიზორის ყურება დაიწყო. საინტერესო არაფერი გადიოდა, მალევე მობეზრდა ეს და საბოლოოდ გამორთო.

სწორედ ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა. გული უცნაურად აუძგერდა, მისთვის გაურკვეველი მიზეზის გამო. კართან მივიდა, რამოდენიმე წამი სახელურს შეჰყურებდა. საბოლოოდ ღრმად ჩაისუნთქა და კარი გააღო.

ზღურბლს იქით სულის შეხუთვამდე სიმპატიური ჰარი იდგა, რომელიც გოგონას ფეხის წვერიდან თმის ღერამდე ათვალირებდა.

-ძალიან ლამაზი ხარ, პატარავ.

წელზე ხელი მოხვია და ყურის ძირში აკოცა.



დააკომენტარეთ და აზრი გამოხატეთ, 5 ვოუთზე ამდენი წვალება არ მიღირს. :'(

when our eyes met | completedWhere stories live. Discover now