we can try

588 53 7
                                    

სამანტა ადგილს მიეყინა.
მისთვის რთულად დასაჯერებელი იყო, რაც ჰარის ახლა წამოსცდა პირიდან.

-რა თქვი?

ხმის კანკალით უთხრა და ეცადა  გონებაში კარგად გადაეხარშა ყოველივე ეს.

ჰარი მიუახლოვდა და მხარზე ხელი ჩამოადო.

-უნდა ვილაპარაკოთ, ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი.

უთხრა ჰარიმ და ღრმად ამოიოხრა.

-წამომყევი.

დაჟინებით უთხრა, გოგონას არაფრის თქმა არ დააცადა ისე დაავლო ხელი და  სახლის უკან,
ბაღში გაიყვანა.

სარწეველა სკამზე ჩამოაჯინა, მერე კი თვითონაც გვერდით მიუჯდა.

-იცოდე, არ შემაწყვეტინო.

თქვა ჰარიმ და სამანტას თვალი გაუსწორა.

-ვიცი, რომ ახლა გაურკვევლობაში ხარ, დაბნეული  იმ სიტყვებით, რაც მე ცოტახნის წინ გითხარი. მინდა იცოდე, რომ ეს სიმართლეა, მე შენ არ მომიტყუებიხარ, რადგან ტყუილი მძულს. მომწონხარ სამანტა, ალბათ ირონიული იქნება გითხრა, რომ ჩემი განვლილი ცხოვრების თითოეულ ნაბიჯზე გეძებდი, უფროსწორად გნატრობდი. ვოცნებობდი, ჩემი ცხოვრება ისეთ ადამიანთან დამეკავშირებინა, როგორიც შენ ხარ. წარსულში, როგორც ფანმა იცი ამ საკითხზე ინტერვიუში რასაც ვამბობდი.

სამანტამ შეაწყვეტინა და წარსულის ღრმა ფრაგმენტიდან ერთი დეტალი ამოუტივტივდა გონებაში.

-'თუ სიზმარში ჩემი ოცნების გოგოს ვნახავ, მზად ვარ სამუდამოდ დავიძინო'ო. მართალი ვარ?

-არ ცდები.

ჰარის გაეღიმა და შემდეგ კი სერიოზული ტონით განაგრძო მოყოლა.

-იმ დღეს, როდესაც სიმართლე მითხარი არ ვიცოდი რა უნდა მეგრძნო, სიბრაზე, სასოწარკვეთა, თუ იმაზე მეფიქრა რომ მომატყუე. მაგრამ როდესაც, გავაანალიზე რომ გკარგავდი, თითქოს სახეში სილა გამაწნეს და გამოვფხიზლდი. არ მინდოდა  შენი დაკარგვა, არც ახლა მინდა და არც არასოდეს ეს უკანასკნელი არ მენდომება. ვცადოდ ურთიერთობა, დღეს აქ რომ არ მოსულიყავი, დარწმუნებული იყავი რომ მე მოვიდოდი, თუ საჭირო იქნებოდა ღამეებს გარეთ, შენს კარებთან გავათებდი, სანამ ძველებულ იაერსახეს არ დაიბრუნებდა ჩვენი ურთიერთობა. არ გეუბნები, რომ მიყვარხარ, რადგან ჯერ მსგავს არაფერს ვგრძნობ, ისევე როგორც შენ. წარსულში ჩემი ფანობა როგორც ვხედავ არაფერს ცვლის შენში, რადგან დარწმუნებული ვა რადიკალურად განსხვავდები წარსულის 'მე'-სგან. ჩვენი თვალები რეალურ სამყაროში შეხვდა ერთმანეთს და მე გთავაზობ რომ ჩემთან ერთად იყო, მინდა დაგიცვა ყველაფრისგან და გაგიფრთხილდე თვალისჩინივით. არ გამოგვივიდა? რას ვიზავთ, ესეიგი ჩვენი გრძნობები ერთმანეთის მიმართ არ აღმოჩნდა საკმარისი, რაც მეეჭვება. ვერ გეტყვი, რომ მიყვარხარ, რადგან მსგავსად ძვირფასი სიტყვების ჰაერზე გაფლანგვას ვერ ვიკადრებ და დარწმუნებული ვარ, მეთანხმები, თუნდაც როგორც მწერალი.

when our eyes met | completedDonde viven las historias. Descúbrelo ahora