unknown feeling

603 51 2
                                    

ამოუცნობი გრძნობა ტრიალებდა მასში. დღითიდღე ეს გრძნობა კი უფრო და უფრო ღრმად იდგამდა ფესვებს. წარსულის აჩრდილი დასდევდა ჰარის სახით. მაგრამ  რატომ იყო წარსული? იქნებ აწმყოც, წარსულიც და მომავალიც ჰარი იყო მისთვის. ის ვერ განსაზღვრადა ამას. მისი ყველაზე დიდი მინუსი ის იყო, რომ მას არ შეეძლო საკუთარი ემოციების კონტროლი. სამანტა ის გოგო არ ყოფილა, რომელმაც ვერ გაუძლო ერთფეროვან ყოველდღიურობას, ის ძლიერი ქალი იყო მუდამ, მაგრამ დაბალი თვითშეფასება არასდროს აძლევდა წარმოჩენის საშუალებას. უკონტროლო, ემოციური და მძიმე ხასიათების გოგონა იყო, ის ახლაც ასეთია. პატარა წყენაზე უჩუყდებოდა გული, ოთახის კუთხეში იჯდა და საათობით ტიროდა, იქამდე სანამ გულს არ იჯერებდა. სწორედ ამაში იყო საქმე, სამანტა დეპრესიის ჯამს ტიროდა გულამოსკვნილი, ანადგურებდა მისი შინაგანად აღრიალებული სული. მის ცხოვრებაში ადამიანების სიმცირის მიუხედავად, ეგოისტი გახლდათ და მესაკუთრე. ეგოისტურად უყვარდა, მისი ბედნიერება სხვასთან მისი სიკვდილის ტოლფასი იყო. შეიძლება მიხვდით კიდევაც, ჰარის ბედნიერება სხვასთან ანადგურებდა. რამდენჯერ უტირია, აგიჟებდა მისი სისუსტე. რადგან ნელ-ნელა ირყეოდა და პარალელურ სამყაროში გადადიოდა. ნამდვილად ეგონა, რომ ვერასდროს შეძლებდა მის დავიწყებას, მაგრამ საკუთარ თავთან დიდი ბრძოლის შემდეგ მოახერხა ეს. მაგრამ განა მართლა დავიწყება იყო ეს? იქნებ გულის იმ ღრმა კუნჭულში გადამალა თავისი სიყვარული,  რომლის დანახვაც თვითონაც არ შეეძლო.

უმოქმედობა ყველაფერს წერტილს უსვამს.

***

-ადალინა, რას აზრის ხარ დალევაზე?

ეშმაკურად აათამაშა წარბები სამანტამ და მაგიდას ხელებით დაეყრდნო.
ადალინას კინაღამ ყავა გადასცდა, როდესაც მისი მეგობრის პირიდან ასეთმა სიტყვებმა გაიჟღერა.

-ვინ ხარ და რა უქენი სამანტას?

სერიოზული ხმით თქვა, რაზეც სამანტას გაეცინა.

when our eyes met | completedWhere stories live. Discover now