1

3.8K 175 203
                                    

ცხოვრებაში ბევრ რამეს გავუოცებივარ. როდესაც მამაჩემმა პირველად დამალევინა ლუდი, მას მყრალი სუნი და რაღაცნაირად სასიამოვნო გემო ჰქონდა, ამან გამაოცა, მესიამოვნა ბუსუსები ენაზე, რომლებიც გაზირების გამო დამრჩა, მაშინ ექვსი წლის ვიყავი. გავოცდი, როდესაც ბებიაჩემმა თავისი და ბაბუას სიყვარულის ამბავი მომიყვა და კდემამოსილი ბებიაჩემი ახალგაზრდობაში "ეშმაკუნა" გოგო აღმოჩნდა. გავოცდი ჩემმა უფროსმა ძმამ მშობლებს რომ გამოუცხადა სამედიცინოზე სწავლა არ მინდაო, ბარგი ჩაალაგა და თავის მუსიკალურ ბენდს გაყვა "წარმატებისკენ მიმავალ შარაზე". შემდეგაც ბევრმა რამემ გამაოცა, მაგრამ ისინი არ დამმახსოვრებია, რადგან ასეთი მძაფრი რეაქცია არ გამოუწვევია ჩემში.
ძმის გადაწყვეტილებისგან გააფთრებულმა მშობლებმა მთელი იმედები მე დამახვავეს, ვინ თქვა რომ ეს მაგარია? სულაც არა, მთელი ცხოვრება სტრესული იყო. სწავლა, სწავლა, კლასგარეშე აქტივობები, სპორტი, ცეკვა, ტანვარჯიში, შვიდი მილიარდი მასწავლებელი დღეში, ჭადრაკი და პლიუს მაგას წუწუნის უფლების ჩამორთმევა. არა, ასე აშკარად არავის უთქვამს წუწუნი არ გაბედოო, ირიბად მესრიდნენ ქვებს. მაგალითად, მეუბნებოდნენ "ჩვენი იმედი ხარ", "ტყუილად მაქვს შენი იმედი?", "მთელი დღე შენთვის ვშრომობთ" და მსგავსები. ჩემი ფავორიტი მაინც "რამ დაგღალა მთელი დღე წიგნებთან ზიხარ" არის. დედამ უფრო განიცადა ჩემი ძმის წასვლა ვიდრე მამამ. დედამ ჰოსოკი სიტყვებით გააცილა "ჩათვალე დედა მოგიკვდა" და არც დალაპარაკებია ამის მერე, მაშინ მე მესამე კლასში ვიყავი.

ჰოსოკი ჩემზე კარგა ხნით უფროსი იყო. გვიანი შვილი ვარ, უფრო სწორად, "ნანატრი" რადგან დედაჩემმა უამრავი მკურნალობა და ტკივილი გაიარა ჩემი გაჩენისათვის, ჰოსოკი უიმედოებმა შვილად აიყვანეს, მაშინ უკვე დიდი იყო, არასოდეს არაფერი მოკლებია, ჩვენ, ორივეს არაფერი მოგვკლებია, მაგრამ მშობლები მაინც ითხოვდნენ მისგან ამაგის დაბრუნებას, რასაც ვერც გაამართლებ და ვერც გაამტყუვნებ ბოლომდე, გააჩნია საიდან შეხედავ. მამა ახლაც აგრძელებს ჰოსოკთან ურთიერთობას, მეც, რა თქმა უნდა, ვგიჟდები ჩემს ძმაზე, ვერასოდეს ვიქნები მასავით ძლიერი, ვერ დავუდგები წინ ოჯახს, რადგან ესაა ერთადერთი რაც გამაჩნია. ჰოსოკზე რადგან დავიწყე, იმასაც ვიტყვი, რომ ჩემი საყვარელი ძმა ახლა იტალიაში ცხოვრობს, ერთ-ერთი თეატრის მსახიობია და ქალთან, სახელად ლაილა, რომელიც მასზე სულ ცოტა ათი წლით უფროსი იქნება (ზუსტად არ ვიცით მისი ასაკი, მაგრამ უფროსს ჰგავს) სექსუალური ურთიერთობა აკავშირებს, როგორც ამბობს უყვარს. მე რა უფლება მაქვს ჩემი ძმის გრძნობა ეჭვქვეშ დავაყენო? არანაირად, მინდა ის და ლაილა ბედნიერები იყვნენ.

Ooops! I love you..Where stories live. Discover now