თავი 26

52 3 0
                                    


-დარწმუნებული ვარ მიზეზი გექნებოდა.- სახეზე მოვეფერე.

-ერთი გოგო იყო.-ეს, რომ თქვა ჩემმა გულმა დარტყმა გამოტოვა.- უბრალოდ ვმეგობრობდით.- უბრალოდ მეგობრობდნენ.-ერთხელ კი ჯოშმა გამომიცხადა მომწონსო, ამის შემდეგ ბევრს დავცინოდი.- თვალებში ეტყობოდა, რომ წარსული გაახსენდა და იღიმოდა.- რომეოს ვეძახდი.- თავი გააქნია და ღიმილიც შეწყვიტა.- შემდეგ ისე მოხდა, რომ რაღაც წვეულებაზე ამ გოგომ მაკოცა და მითხრა, რომ მოვწონდი. მე კი ჯოშზე საერთოდ არ მიფიქრია ისე დავიწყე ჯესამინთან ურთიერთობა.- მისი სახელი ისე წარმოთქვა თითქოს ფაიფურის ყოფილიყო და ფრთხილობდა არ გამიტყდესო.- ჯოშმა ეს გაიგო, თუმცა არაფერი უთქვამს, ერთად დროს აღარ ვატარებდით, თუმცა ყოველ შემთხვევაში ერთმანეთი არ გვძულდა. მაგრამ ზაფხულის დასაწყისში ჯოში და ჯესამინი ერთად გაიპარნენ.- ნოა გიტარის სიმის მსგავსად იყო დაჭიმული.

- ოჰ, ღმერთო.- სახეზე ხელი ავიფარე.

ახლა უკვე გასაგები იყო მათ შორის ეს მტრული დამოკიდებულება და ისიც თუ რატომ არ უნდოდა ნოას ჯოშთან, რომ ვყოფილიყავი. ყველაფრის გაგების გონებაში მილის ნათქვამი სიტყვები ამომიტივტივდა, ახლა უკვე მის მსგავსად არც მე შემეძლო იმის თქმა თუ რომელი ძმა იყო ,,დამნაშავე".

-სულ რამდენიმე თვე ვიყავით ერთად, მაგრამ ის ყველაფერი რეალური იყო, ტაბითა, ხვდები?- მავედრებელი მზერით შემომხედა.- ის არ ყოფილა უბრალოდ გატაცება, ის ნამდვილი სიყვარული იყო და ის იმავეს არ გრძნობდა.

- შენ ის ისევ გიყვარს, ნოა?

რამდენიმე წამიანი სიჩუმე საუკუნედ მომეჩვენა.

-არა.- საბოლოო ხმა ამოიღო და თავი გადააქნია.- დაიმახსოვრე, რომ არ უნდა იფიქრო იმაზე ვინც ვერ დაგაფასა. არ უყვარხარ? წავიდეს და ბედნიერი იყოს, ერთადერთხელ უნდა გაეტიროს სხვას- ბაღში ყოფნისას დედას, მეტს არავის.

მიტოვებულიWhere stories live. Discover now