თავი 2

155 10 12
                                    




-ყველაფერი კარგადაა?- მკითხა დედამ აეროპორტიდან გამოსვლის შემდეგ.

- კი.- თავი დავუქნიე.- მაგრამ ცოტა ცივა.

- ნუ მოიწყენ, დარწმუნებული ვარ მზე მალე გამოანათებს.- გამიღიმა და ტაქსისკენ მიბიძგა.

ბენმა ჩვენი ბარგი ერთ ტაქსში მოათავსე ჩვენ კი სხვაში ჩავსხედით და გავუყევით გზას ახალი სახლისკენ. ცა მოქუფრული იყო და ვეჭვობ ოკეანის დაამსახურებაა. ალბათ, როგორ ვენატრები.

ვესტლიდი ჩვეულებრივი საქალაქო დასახლებაა, მაღალსართულიანი შენობებითა და გარეუბნებით, მოშორებით კი ფერმებია. ვერ ვიტყვი, რომ ბრაიტონისგან დიდად განსხვავდება, მაგრამ ის ჩემთვის მაინც უცხო მხარე იყო.

ფანჯრიდან თავი გადავყავი და მაქსიმალურად ვეცადე დიდზე გამეღიმა. ქუჩაში გამვლელს ხელი დავუქნიე, მან უბრალოდ შემომიბღვირა, მაგრამ ის ვერ მოახდენდა ჩემზე გავლენას, რადგან მის გვერდით მდგომმა ფართოდ გამიღიმა და სალამი მომცა. მგონი აქ არც ისე ცუდია. ცვლილებები, ხომ კარგია და თანაც საჭირო.

- აი ამ სკოლაში ივლით.- გვითხრა ბენმა და დიდ შენობაზე მიმითითა.

ბრაიტონში დიდი სკოლა მქონდა, თუმცა ამ ოთხ სართულიანი შენობის დანახვაზე, რომელიც უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავდა თვალები გამიფართოვდა.

- მაგარია.

ქალაქის ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე წუთში გამოჩნდა თეთრი, ორსართულიანი შენობა, რომელსაც პატარა ეზო ამშვენებდა. სახლი ახალ აშენებულს არ გავდა, თუმცა არც ძველი იყო. პირველივე დანახვისას მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება მისმა გრაციოზულობამ და სიდიადემ. მის გვერდით და წინ ჩამწკრივებული სახლები ლამაზ ხეივანს ქმნიდნენ.

- სახლში ვართ!- გამოაცხადა ბენმა და მანქანაც გაჩერდა.

ზედმეტი საუბარი აღარ მინდა იმაზე, თუ რამდენი ვიჩხუბეთ მე და ალეკმა ოთახების დანაწილებაზე. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ მისი ოთახი ყველაზე დიდი იქნებოდა, ჩემი კი აივნიანი. და ყველაზე მეტად რაც მამშვიდება ის იყო, რომ მისი ოთახი მეორე მხარესაა და აივანზე გასულს მისი მახინჯი სიფათის დანახვა არ მომიწევს, თუ ფანჯრიდან ქუჩის მზერა მოუნდა.

მიტოვებულიWhere stories live. Discover now