,,ნოას თვალთახედვა"ვგრძნობ, რომ ცხვირზე რაღაც მიღუტუნებს. სახეს ვჭმუხნი და თვალებს ვახელ. უცნაურ მწერს ვამჩნევ ჩემთან ახლოს და ვიმედოვნებ, რომ მას არ უკბენია იმ დროს, როცა ცხვირზე მეჯდა. გაბრუებული აბაზანაში სახეზე წყალს ვისხამ, შემდეგ კი საათს ვუყურებ და ვოხრავ, რადგან უკვე ოთხი საათია და მე მთელი დღე ძილში გამიტარებია. ოთახს ვტოვებ და სამზარეულოში შევდივარ, შემდეგ კი ლამის დამბლა მეცემა.
- გამარჯობა.- ვეუბნები მაცდური ხმით გოგონას, რომელიც ნახევრად შიშველი, საცურაო კოსტუმში ჩემს წინ დგას და მაცივრისკენაა გადახრილი.
გოგონა თავს წევს და ფართოდ მიღიმის.
- ტაბითა?!- დაბნეულს მისი სახელი დაუფიქრებლად ბაგედან მცდება.
- როგორ ხარ?- აჟიტირებული ხმით მითხრა და მაცივრიდან წვენი გამოიღო.
აქამდე არასდროს ყოფილა დაინტერესებული, როგორ ვიყავი. შესაძლოა ჩემი უხეში საქციელების გამო ვეზიზღები კიდეც. ახლა კი თითქმის შიშველი წინ მიდგას და ოდნავადაც არ გაწითლებულა. ეჭვის თვალით ვუყურებ და მახსენდება, რომ პასუხი უნდა გავცე.
- მშვენივრად. შენ?
-შესანიშნავად.- შეჰყვირა, წვენი ჭიქაში დაისხა და სწრაფად მოსვა.
- რას ამბობ, კაცო.- გავუღიმე და ჭიქა გამოვართვი.
ზუსტად იმ ადგილიდან მოვსვი წვენი, სადაც მას წამების წინ ტუჩები ედო. გადაიკისკისა და მივხვდი, რომ თავადაც მიხვდა რა გავაკეთე. ეს გოგო დაბოლილია?
- რაზე ფიქრობ?- მკითხა და კვლავ ფართოდ გამიღიმა, შემდეგ კი წვენი უკან დაიბრუნა.
-მე უბრალოდ, რაღაც ბინძური ფიქრები მაწუხებს შენთან დაკავშირებით.- მივუგე და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე.
ამის გაგონებაზე წვენი ლამის გადაცდა და თვალებ გაფართოებულმა შემომხედა. მოვახერხე, თუ არა შენი დაბნევა, ლამაზო?
YOU ARE READING
მიტოვებული
Ficção Adolescenteთინეიჯერი ტაბითა ჰოლანდი ოჯახთან ერთად ახალ ქალაქში გადადის საცხოვრებლად, თუმცა წარსულის ტრავმები მას არ შორდებიან და ახალი ცხოვრების დაწყებაში ხელს უშლიან. ახალ ქალაქში გოგონა მისი ცხოვრების სიყვარულს პოულობს, ამასთანავე ყველა სიკეთესთან ერთად ი...