სკოლიდან გასვლის შემდეგ სამერს დავემშვიდობე და ალეკის მანქანაში ჩავჯექი.
- არც კი მჯერა ამას, რომ ვამბობ მაგრამ მიხარია ნაცემი რომ არ ხარ.- ვუთხარი წყნარად.
ალეკი ერთხანს არც ხმას იღებდა და არც მანქანას ძრავდა.
- ხომ იცი, რომ ის ბიჭი გამოგიყენებს.- თქვა ჩუმი ხმით.
-ვიცი.- დავიჩურჩულე.
- ხომ იცი, რომ მალე მოგბეზრდება მასთან ყოფნა.
- ვიცი.
-და გინდა გული გეტკინოს?
-მე ბევრი ვიტანჯე და მგონი რამდენიმე დღიან ბედნიერებას მაინც ვიმსახურებ, ალექსანდერ.
- არა.- თქვა ცივი ხმით.-ჯერ კიდევ არ ხარ იმის ღირსი, რომ ბედნიერი იყო.
მას გაოცებული და ამავე დროს ტკივილიანი მზერით გავხედე. არ ვიცოდი რა მეთქვა. ფანჯარაზე უეცარი დაკაკუნების შემდეგ შიშისგან შევხტი და თავი სწრაფად მივაბრუნე, რომ დამენახა ვინ იყო.
ჯოში ჩეშირის კატასავით მიღიმოდა.
- რა გინდა?- ვკითხე ფანჯრის ჩაწევის შემდეგ.
- სალამი, ლამაზო. - მიესალმა ჩემს უკან მყოფ ალეკს.- დედაშენს ველაპარაკე და დღეს ხუთ საათზე მზად დამხვდი, გამოგივლი. დამიჯერე ეს დღე შენთვის დაუვიწყარი იქნება.- თვალი ჩამიკრა და გამშორდა.
- მას იცნობ?
- მშობლების მეგობრის შვილია.- ამოვიოხრე.
- ვიცი ვინცაა, იცნობ?
- წუხელ ჩვენთან იყო ვახშმად, მამამისთან ერთად.
ალეკმა რამდენჯერმე დაახამხამა თვალები და გაოცებულმა მიმოიხედა.
- ანუ ჯოში გუშინ გაიცანი?
- იცნობ, ჯოშს?- გაკვირვებულმა ვკითხე.
-დაივიწყე.
სახლში მისულმა დედას ძებნა დავიწყე და მაცივრის წინ მდგომი აღმოვაჩინე.
YOU ARE READING
მიტოვებული
Tienerfictieთინეიჯერი ტაბითა ჰოლანდი ოჯახთან ერთად ახალ ქალაქში გადადის საცხოვრებლად, თუმცა წარსულის ტრავმები მას არ შორდებიან და ახალი ცხოვრების დაწყებაში ხელს უშლიან. ახალ ქალაქში გოგონა მისი ცხოვრების სიყვარულს პოულობს, ამასთანავე ყველა სიკეთესთან ერთად ი...