თავი 27

66 5 4
                                    

-მოვედი!- სახლში საკუთარ თავში თავდაჯერებული შევედი, მსიამოვნებდა იმაზე ფიქრი, რომ ალეკი ახლა საკადრის პასუხს მიიღებდა.

ტანში სასიამოვნოდ შემაჟრჟოლა, როცა მისაღებ ოთახში დამხვდა მთელი ოჯახი. ალეკის დანახვაზე ლოყაზე წვა ვიგრძენი იმ ადგილას სადაც გუშინ დამარტყა, თუმცა არ მინდოდა ეს შეემჩნიე და ამაყი მზერით გავხედე. თავის მხრივ ალეკსაც არ უნდოდა შეემჩია გუშინდელი იარები და უემოციო გამომტეყველებით შემათვალიერა შემდეგ კი ისიც ტელევიზორს მიუბრუნდა. სამივენი ფილმს უყურებდნენ სადაც მოქმედება შუა საუკუნეების რუსეთში მიმდინარეობდა, მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები მეჯლისზე ვალს ცეკვავდნენ... თუმცა ახლა ამის დრო არ იყო.

-ტაბითა, ჩამოჯექი და ჩვენთან ერთად უყურე.- მითხრა დედამ ისე, რომ ტელევიზორისთვის თვალი არ მოუშორებია, მას და ბენს აშკარად სიამოვნებდა ის ფაქტი, რომ ალეკმა პატივი დასდო და ბავშვობის შემდეგ პირველად იკადრა მათთან ერთად ფილმის ყურება.

-რაღაც სურვილი არ მაქვს და ვეჭვობ თქვენც გაგიქრებათ, როცა მოისმენთ იმას რისი თქმაც მინდა.- ვთქვი საკმაოდ ხმამაღლა და მათ წინ დავდექი.

- საინტერესო გამოსვლაა.- ალეკმა ინტერესით გადახედა მშობლებს და უცოდველის გამომეტყველებით მომიბრუნდა.

- ტაბითა, ლოყა რატომ გაქვს ჩალურჯებული?- ბენი ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა.

არ მიყვარდა ბენი, რომ ჩემზე ამახვილებდა ყურადღებას.

-ლოყა?- დრამატულად ვიკითხე და ალეკს ნიშნის მოგებით გადავხედე.- ეს თქვენი შვილის ნახელავია.

-ალეკ?!

-რაა?!

ორივემ ერთდროულად წამოიძახა და სრულიად მშვიდი ალეკის წინ გაჩდნენ.

- რა გაუკეთე ტაბითას?- ბენი ძლივს ახერხებდა ხმის კონტროლს.- ხვდები, რომ ყოველგვარ ზღვარს გახადიხარ? ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობ! ყოველდღე, ყველას წინაშე მარცხვენ და იმედებს მიცრუებ!

მიტოვებულიWhere stories live. Discover now