მე არ მინდოდა ყველაფერი ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა. არ მინდოდა ალეკ ენდრიუსი ჩემს გამო მოშორებოდა თავის საყვარელ მეგობრებს. არც მე არ მინდოდა ჩემი მეგობრებისგან წასვლა, თუმცა ბოლოს მივხვდი, რომ მეგობრები არც მყავდა. ცხოვრება იშვიათადაა სამართლიანი.- მე რატომ უნდა დავისაჯო მისი შეცდომების გამო?- იკითხა ალეკმა და ხელი ჩემსკენ გამოიშვირა.
ისე მიყურებდა თითქოს ჩემზე მეტად ცხოვრებაში არაფერი არ ეზიზღებოდა.
ეს ასეც იყო.- იმ ღამით შენც სახლში იყავი, ალეკ. ტაბითასთვის ყურადღება, რომ მიგექცია ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა.- თქვა ჩემმა მამინაცვალმა და შესაბამისად ალეკის მამამ.
- შეგიძლიათ თავისუფლად ვისაუბროთ ამ თემაზე.- ვთქვი სიმწრის ღიმილით.- თამამად თქვით, რომ ჩემი შიშველი ფოტოები გაავრცელეს და მთელმა ქალაქმა გაიგო, რომ გავბოზდი.
- ტაბითა! სიტყვებს დაუკვირდი.- გამანადგურებლად გადმომხედა დედამ და თავის ქმარს, ბენს უხერხულად გაუღიმა, თითქოს ბოდიშს უხდიდა ჩემს გამო.
- შეიძლება ის მაინც გავიგო, თუ სად გადავდივართ საცხოვრებლად?
-რაც შეეხება ამ თემას.- დედა ფეხზე წამოდგა და უსუსურად გადახედა ქმარს.
- ნორა, ძვირფასო თუ გინდა მე ვეტყვი.-ნაზად უთხრა ბენმა.
მე და ალეკმა ამრეზით ავარიდეთ მათ თვალი.
-არა, მე ვეტყვი. რადგან ტაბითას დაუფიქრიბელი საქციელის გამო მთელი ოჯახი შევრცხვით და დიდი შანსია, რომ ბულინგის მსხვერპლი გახდეს სკოლაში, უმჯობესია აქედან გადავიდეთ...
- ეს ხომ უკვე გავიარეთ!- ხმამაღლა გააწყვეტინა ალეკმა.- გავიგეთ, რომ ტაბითა ვიღაც უცნობს ჩაუგორდა ლოგინში, იმ ტიპმა კი მისი შიშველი სხეულის ფოტოები გაასაჯაროვა.- გესლიანად თქვა მან და ღიმილით გამომხედა.
YOU ARE READING
მიტოვებული
Ficção Adolescenteთინეიჯერი ტაბითა ჰოლანდი ოჯახთან ერთად ახალ ქალაქში გადადის საცხოვრებლად, თუმცა წარსულის ტრავმები მას არ შორდებიან და ახალი ცხოვრების დაწყებაში ხელს უშლიან. ახალ ქალაქში გოგონა მისი ცხოვრების სიყვარულს პოულობს, ამასთანავე ყველა სიკეთესთან ერთად ი...