დილით, რომ გავიღვიძე მარტო ვიყავი. დიდი იმედი მქონდა, რომ გვერდით ნოა დამხვდებოდა, თუმცა რა თქმა უნდა იმედები გამიცრუვდა. გასული ღამისგან საკმაოდ ნასიამოვნები ღიმილით ავდექი და მოწესრიგებული სასაუზმოდ ჩავედი.
- ჰეი.- მივესალმე ალეკს და მის გვერდით დივანზე ჩამოვჯექი.- საჭმელი გვაქვს?
- არ ვიცი.- უხეშად მიპასუხა და წამოდგა.
- ჩემი დეიდაშვილი ცოცხალია? ვერ ვიჯერებ, რომ მასთან გინდა ურთიერთობა. ის ხომ...
-ძალიან გთხოვ, შენი მორალი ჩემგან შორს დაიჭირე.
-გაბრაზებული ხარ?- დაეჭვებით გავხედე.
- არ ვარ.
- კი, კი გაბრაზებული ჩანხარ.
- არ ვარ.- ენა გააწკლაპუნა.
- ნამდვილად ხარ.
- ტაბითა, არ ვარ.
რამდენიმე წამით ხმა არ ამომიღია.
- მაინც გაბრაზებულად გამოიყურები.
- არ ვარ! მაგრამ მალე ვიქნები! ღმერთო, როგორი მომაბეზრებელი არსება ხარ.
-ჯანდაბაშიც წასულხარ.- შუა თითი ავუწიე და სამზარეულოში გავედი.
- და შენ აქ მარტო დაგტოვო?
-ნეხვის გროვა.
-ვფიქრობ ახლა მოკვდები და შენს გასვენებაზე სიტყვით გამოვალ: ,,გარდაიცვალა იმ საქმის კეთების დროს რაც უყვარდა, უშვერი სიტყვებით მლანძღავდა".
- თუ სიკვდილი შენი თავიდან მოშორების ერთადერთი საშუალებაა, მაშინ მთელი ჩემი შავბნელი გულით თანახმა ვარ.
- გოგო, გამოდი აქ!
- რა გინდა?- თავი გამოვყავი სამზარეულოდან და სწორედ ამ დროს ჩამავლო ალეკმა ხელი და იატაკზე დამახეთკა მუცლით.-ვაიმე! მკერდი გამიბრტყელდა, შე იდიოტო! რა ჯანდაბა გინდა?
- ვინმე თავს, რომ დაგესხას თავს წუწუნით დაიცავ?- მკითხა და ზურგზე დამაჯდა.- პირველ რიგში მოწინააღმდეგე დაიჭირე კარგად! რაც შეიძლება მაგრად! მერე სხეულის წონა გამოიყენე და გადმოაბრუნე.- ვიგრძენი როგორ გადმომაბრუნა და ისევ იგივე პოზაში დამაბრუნა.
YOU ARE READING
მიტოვებული
Teen Fictionთინეიჯერი ტაბითა ჰოლანდი ოჯახთან ერთად ახალ ქალაქში გადადის საცხოვრებლად, თუმცა წარსულის ტრავმები მას არ შორდებიან და ახალი ცხოვრების დაწყებაში ხელს უშლიან. ახალ ქალაქში გოგონა მისი ცხოვრების სიყვარულს პოულობს, ამასთანავე ყველა სიკეთესთან ერთად ი...