კიბეები სწრაფად ჩავირბინე და პირდაპირ სტუმრებს შევეჩეხე.
- სამერ, რატომ არ მითხარი შენც თუ მოდიოდი.- მასთან მივედი და გადავეხვიე.
- სიუპრიზი!- ხელები მაღლა ასწია და გადაიკისკისა.
- მე არ უნდა მნახო ქალბატონო?
ოლისკენ შევტრიალდი და ძლიერად ჩავეხუტე, რაზეც მშობლებისგან მწველი მზერა დავიმსახურე.
- ერთმანეთს იცნობთ?- დედამ ხმაში ინტერესი გაურია.
- კლასელები ვართ.- მოკლედ ვუპასუხე და დეიდასა და ბიძიას მივუბრუნდი.
ერთად ვახშმობის, შემდეგ ბავშვებთან ერთად ჩემს საძინებელში ავედი.
- საყვარელი ოთახია.- მითხრა სამერმა და ჩემი თბილ ფერებში მოწყობილი ოთახი შეათვალიერა.
- პარასკევს, რატომ არ მოხვედი?- მომიბრუნდა ოლი.
ღმერთო! კიდევ რამდენჯერ უნდა გავცე ამ კითხვას პასუხი.
- ვერ მოვახერხე.
- შენ რომ არ მოხვედი ნოამ მონაწილეობა აღარ მიიღო.- თვალებ გაფართოებული სამერი მომიბრუნდა.- ძალიან გაბრაზდა.
- მე კი ძალიანაც მიხარია, რომ არ მოხვედი.- ჩაიცინა ოლიმ.- მე და ისლამ გავიმარჯვეთ.- ამაყად აწია თავი.
- ისლა მართავდა მოტოციკლს.- გადმომიჩურჩულა სამერმა, რის გამოც ოლიმ ენა გამოუყო.
სიცილი დავიწყე მათ გამო, მაგრამ უფრო იმაზე ვიღიმოდი, რომ ნოამ ჩემს გარეშე არ მიიღო მონაწილეობა. იქნებ უბრალოდ თავს ცუდად გრძნობდა და გადაწყვიტა მონაწილეობა აღარ მიეღო. დარწმუნებული ვარ ახლა სულ აღარ ვახსოვარ.
- ოლი თმა როდის შეიღებე.-მის ახლად შეღებილ ქერა თმას ხელი გადავუსვი.-ძალიან გიხდება.
- დღეს დილით. ნოამ დამაძალა.
-ხვალ ისლასთან და ოლისთან მივდივარ აუზში საცურაოდ. ზაფხული წავიდა და სანამ აცივდება მინდა კიდევ ერთხელ მოვასწრო. წამოხვალ?- ჩაგვეჭრა სამერი.
YOU ARE READING
მიტოვებული
Dla nastolatkówთინეიჯერი ტაბითა ჰოლანდი ოჯახთან ერთად ახალ ქალაქში გადადის საცხოვრებლად, თუმცა წარსულის ტრავმები მას არ შორდებიან და ახალი ცხოვრების დაწყებაში ხელს უშლიან. ახალ ქალაქში გოგონა მისი ცხოვრების სიყვარულს პოულობს, ამასთანავე ყველა სიკეთესთან ერთად ი...