თავი 21

53 2 0
                                    




- სალამი, მილი.- მივესალმე მას სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი.

მან პასუხად შუა თითი ამიწია და სკოლისგენ გზა გააგრძელა.

- სასიამოვნო იყო შენთან საუბარი.- მივაძახე და მანქანაში ჩავჯექი.

მილი მას შემდეგ რაც რამდენიმე კვირის წინ ნოას მამამისისთვის ფულის მოპარვაში დაეხმარა, თუმცა მკაცრად გაგვაფრთხილა მასთან არანაირი კონტაქტი აღარ გვქონოდა, რადგან ნოას მამისგან ზედმეტი პრობლემები არ უნდოდა, თუმცა რა თქმა უნდა მას ყველაზე მეტად არ უნდოდა, რომ ეს ყველაფერი ჯოშს გაეგო, რადგან ის და ჯოში დიდი ხნის მეგობრები იყვენენ.

-სად ხარ?- როგორც იქნა ნოამ ყურმილი აიღო.

-გასართობად მივდივარ.- მოისმა მისი მხიარული ხმა.- მაგრამ ჯერ ჰარპერი მიმყავს ბაღში.

ჰარპერის ხსენებაზე, თითქოს დაბინდული გონება გამეხსა, საკუთარ თავს ვლანძღავდი ჰარპერის პრობლემა, რომ დამავიწყდა.

- დღე-დღეზე მამაშენი ჰარპერს წაიყვანს, შენ კიდევ ვიღაც ახალგაცნობილი გოგოს გამო უნდა იჩხუბო და დრო ტყუილად დაკარგო. სულ გაგიჟდი?

-ოლივერ, ნუ ყვირი. შენ არ მეუბნებოდი ტაბითას ყურადღება მიაქციეო?

-ჰო, მაგრამ ჯერ ჰარპერია ჩვენი პრიორიტეტი. ჯოში დაბრუნდა! რატომ ვერ იაზრებ, რომ ის ყველაფერს გართმევს.

- მათ შორის ტაბითასაც მართმევს.-კბილებში გამოსცრა.

-ჰოდა მას ყავდეს! ტაბითას მსგავსი ათასია. ნუთუ მართლა მოგწონს ეგ გოგო?- ვიმედოვნებდი, რომ მეტყოდა კიო.

- არა.- თქვა რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ.- უბრალოდ მისით ძალიან დაინტერესდა, მე კი არ ვაპირებ დავუთმო... ტაბითაც.

- ბაღთან დამელოდე.

მე და ნოამ ერთდროულად გავაჩერეთ მანქანები ბაღთან. ჰარპერმა, რომ დამინახა ჩემსკენ გამოიქცა და ჩამეხუტა. მთელი სახე დამიკოცნა.

მიტოვებულიWhere stories live. Discover now