თავი 6

127 10 24
                                    

მათკენ შევბრუნდი და უკვე დავინახე უცნობის სახე. თაფლისფერი თვალებით ისე შემომხედა თითქოს ჩემს სხეულს ეხებაო. წამიერად დამავიწყდა, რომ უნდა მესუნთქა. ან თავიდანვე, როგორ ვერ ვიცანი. განა ბევრს აქვს ცისფერი თმა? სუსტად ჩაიღიმა, შეიძლება გავახსენდი. გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე წამოვწითლდი სახეზე. მზერა მის ჩაცმულობაზე გადავიტანე, მთლიანად შავებში იყო გამოწყობილი, რაც ჩემთან დიდ კონტრასტს ქმნიდა.ესეიგი ნოა ჰქვია... სასწრაფოდ შევბრუნდი და გზა გავაგრძელე, ორივენი უკან გამომყვნენ. სამერი შევამჩნიე, ხელში სასმელი ეკავა და აქეთ-იქით იქნევდა, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ვინმეს გადაასხამდა და ნამდვილად არ მინდოდა ის ვიღაც მე ვყოფილიყავი, ამიტომაც მისგან შორს დავდექი. ოლიმ გვერდით ჩამიარა და მასთან მივიდა, ღიმილით ვადევნებდი თვალს, თუმცა შემდეგ ჩემს გვერდით ბნელი ჩრდილი ჩამოწვა. გვერდით მდგომი ჩრდილისკენ გავიხედე, ხალხს უყურებდა და ტუჩებზე დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა. მისმა უნაკლო პროფილმა მომხიბლა და მომინდა მთელი საღამო მისთვის მეცქირა.

- ვინ ხარ?-ნაზი ხმით მკითხა და გამჭოლი მზერა მესროლა, თან ნელა მოსვა ბოთლიდან ლუდი.

მისმა კითხვამ ჩემდაუნებურად პულსი ამიჩქარა. გადავწყვიტე მისთვის პირდაპირი პასუხი არ გამეცა.

- არ ვიცი ვინ ვარ.- მხრები ავიჩეჩე.- როცა გავიგებ გეტყვი.

რაღაცის თქმა, უნდოდა, თუმცა მიკროფონში ვიღაცამ ჩაახველა და მალე საუბარიც დაიწყო.

- მოგესალმებით, მეგობრებო! იმედი მაქვს კარგად ერთობით! ზაფხული დამთავრდა და ყველანი სახლში დავბრუნდით! ერთმანეთი უკვე მოვიკითხეთ, ახლა კი გასახურებლად, მეგობრული რბოლის დაწყების დროა! მამაკაცებო, თქვენი მოტოციკლეტები და ქალბატონები მონახეთ! რამდენიმე წუთში ვიწყებთ!

სანამ მე იმაზე ვფიქრობდი, სახლში დავბრუნდი, თუ სახლიდან წამოვედითქო, ჩემს ყურს სიტყვა რბოლა უხეშად მოხვდა და სხეულში ერთიანად დამიარა სიცხელემ. ჩემს გვერდით მდგომ ბიჭს თვალები აუკიაფდა და მოახლოებულ ოლის გახედა.

მიტოვებულიWhere stories live. Discover now