თავი 29

54 3 0
                                    


რამდენიმე დღიანი დასვენების შემდეგ სკოლაში წასვლა გადავწყვიტეთ. ყველაზე ნაკლებად ალეკთან შეხვედრა მინდოდა, თუმცა ნოასთან ერთავ თავს ისე ვგრძნობდი თითქოს ამერიკულ მთებზე ვიჯექი და სულ მაღლა და მაღლა მივდიოდი, ირგვლივ კი ვერავის და ვერაფერს ვამჩნევდი.

სკოლაში ყველაფერი ჩვეულებრივ მიდიოდა,რამდენიმე კვირის განმავლობაში საუბრობდნენ ჩემზე და ნოაზე, თუმცა საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ უკვე აღარავის ახსოვდა, რომ ერთად ვცხოვრობდით. ძირითადად სახლში ვიყავით, თუმცა მეგობრებთან შესახვედრად ხშირად გავდიოდით, ზოგჯერ კი სამერთან ვრჩებოდი ღამით, რაზეც ნოა სულ წუწუნებდა და მეუბნებოდა ოლისთან გიღალატებო. სამერი და ოლი იშვიათად საუბრობდნენ და მხოლოდ ჩვენთან ყოფნისას ხვდებოდნენ ერთმანეთს, ისლამ თავისი არეული გრაფიკი კიდევ უფრო მეტად აურია და ვამპირივით ცხოვროვდა. რაც შეეხება ალეკს, მხოლოდ სკოლაში ვხედავდი და ყურადღებასაც არ მაქცევდა, ყოველთვის სადღაც მიიჩქაროდა და ტელეფონზე საუბრობდა, ჯოშიც კი არ მელაპარაკებოდა, რამდენჯერმე შევხვდი ქუჩაში და მხოლოდ მომესალმა, ისე მიყურებდა თითქოს რაღაცაში მადანაშაულებდა. მშობლები არც კი მირეკავდნენ, ფულს ჩემი დანაზოგიდან ვხარჯავდი, თანაც მამა მეხმარებოდა, ამიტომ მათზე დიდად არ ვწუხდი. როგორც უკვე ვთქვი ყველაფერი ჩვეულებრივ მიდიოდა, ქარიშხლის წინ დამდგარ სიჩუმეს ჰგავდა ის პერიოდი, თუმცა ქარიშხალიც მალე მოვიდა.

უკვე შუაღამე სრულდებოდა სტუმრად მოსული სამერი წასასვლელად, რომ წამოდგა. ოლის ეტყობოდა, რომ ეძინებოდა, თუმცა სამერს მაინც შესთავაზე სახლში გაყვანა, რაზეც ჩემი დეიდაშვილი არ დასთანხმდა, არც ნოას შემოთავაზება მიიღო და მარტო გადაწყვიტა წასვლა, ყოველთვის ასე იყო. ოლი წამოდგა და განაცხადა ტაქსამდე მიგაცილებო.

-არ მინდა, რომ შეგაწუხო.

- სამერ, მე შენ არასდრო მაწუხებ.- უთხრა და კარები გაუღო.

მიტოვებულიWhere stories live. Discover now