თავი 12

104 6 27
                                    





,,ნოას თვალთახედვა"

- ნოა, დიდხანს გელოდო?

- მოვდივარ!

- ოლივერ, გამოაჯვი ოთახიდან!

- უფროს ძმას ნორმალურად ელაპარაკე,გოგო.

- ოლივერ, ახლავე ჩამოდი,თორემ მოგი...

- ისლა!- კიბის თავში გავჩნდი და თვალები დავუქაჩე.

- წავიდეთ.- ოლი თავდაჯერებული ნაბიჯებით დაეშვა კიბეზე, თან ისლას შუბლზე ნაზად აკოცა.

- არ ვისაუზმოთ?- ისლამ აზრი წამოაყენა და ჩვენი ,,სერიოზულად?" მზერაც დაიმსახურა.

ქალბატონმა გრინმა ყურადღება არ მოგვაქცია, სამზარეულოში შევიდა და იქედან სამი მწვანე ვაშლით დაბრუნდა. სწრაფად გამოვართვი და მანქანისკენ წავედი.

- გუშინ გალეშილი მთვრალი ჩვენს მანქანებს, რომ არ დაჯახებოდი, ახლა არ დავაგვიანებდი.- ვუთხარი ისლას და მის მანქანაში მოვთავსდი.

- სადაა სამართალი?- მხარი ამიბა ოლიმაც.- ჩვენი პატარები დაიმტვრნენ ამ ქალბატონის კი მშვენივრად გამოიყურება.

- გეყოთ წუწუნი.- დაგვიცაცხანა ისლამ და სკოლისკენ დავიძარით.

პირველ გაკვეთილზე დაგვიანებით შევედი და ყველა სტუდენტი მე მომაშტერდა შესვლისას. ისე მოვიქეცი, თითქოს ვერც შევამჩნიე ისინი და ცარიელი ადგილისკენ დავიძარი.

- მისტერ ჰარინგტონ?

- დიახ მის?- მივუბრუნდი წარბ აწეული.

- დააგვიანეთ.

- ვიცი.- ვუპასუხე და ტუჩებზე ენა გადავისვი.

ვხვდები, რომ ამ ქალს მაგრად მოვწონვარ და მსიამოვნებს მისი გაღიზიანება.

- და რა უნდა თქვათ ამ დროს?

-გამარჯობა?- დაბნეული სახე მივიღე.

- ბოდიში უნდა მოიხადოთ!

- გასაგებია.- საქმიანად დავუქნიე თავი და ჩემს ადგილზე დავჯექი.

მიტოვებულიWhere stories live. Discover now