თავი 19

137 11 40
                                    




       დილით, სკოლაში წასვლამდე სამზარეულოში შევირბინე მინიმალურად, რომ წამეხემსებინა.

- ტაბითა, დღეს საღამოს სტუმრები გვეყოლება.

დედაჩემს მხოლოდ თავი დავუქნიე და სახლიდან გავედი. დედა და დეიდა ვესტილდში გაიზარდნენ, ამიტომაც მათ აქ უამრავი ნაცნობი ყავთ. ასევე თუ არ ვცდები, ჩემი მამინაცვალიც ვესტილდში ცხოვრობდა, სანამ თინეიჯერი იყო, რადგან გადმოსვლის დღიდან ამ პატარა ქალაქში ქუჩაში ყოველ გამვლელს ესალმებიან და საათობით ესაუბრებიან. თუმცა დიდად არ უყვართ აქაურობა.

სკოლასთან მისულს ისლა და ოლი არაბუნებრივად მშვიდად დამხვდნენ. სანამ მათ უჩვეულო მდგომარეობას ვაკვირდებოდი, უკნიდან ნოა მომეპარა და მომეხვია.

- მიხარია, რომ დღეს სკოლაში მოხვედი.- გამიღიმა და ოდნავ მომშორდა.

- რატომ არ უნდა მოვსულიყავი?- წარბები ავქაჩე.

- მეგონა გუშინ დაგღალე.- მიჩურჩულა, თუმცა გვერდით მდგომმა და-ძმამ მშვენივრად გაიგონა.

- რა სისულელეს ამბობ.

- ნოა, შეიძლება ვისაუბროთ?- ცივი ხმით იკითხა ისლამ.

ნოამ თავი დაუქნია და მასთან ერთად გაგვშორდა. ოლის დიდად არ მოუქცევია ჩვენთვის ყურადღება, რადგან ძალიან ბედნიერად იღიმოდა.

- ვერც კი წარმოიდგენთ რა მოხდა.- ერთი ხელი მე, მეორე კი ახალ მოსულ სამერს ჩასჭიდა და სკოლისკენ გაგვიძღვა.- წუხელ ისლა ბიჭთან ერთად იყო.- ამაყად გადააქნია თავი.- ბიჭთან! და არა გოგოსთან!

მე და სამერმა საცოდავი მზერები გავცვალეთ. სამერმა მთხოვა ოლივერისთვის მიმეხედა, თავად კი გაკვეთილზე წავიდა.

- გამახარებ თუ ცოტა აზრზე მოხვალ და ბიოლოგიიდან თავს არ გამოამგდებინებ მასწავლებელს, ოლივერ.- ვუთხარი და კლასში შევაგდე.

რამდენიმე წუთის შემდეგ მისტერ ჩარლსმა ორივე გამოგვაგდო ხმაურის გამო.

მიტოვებულიWhere stories live. Discover now