- პოლ, სერიოზულად? ახლა ამის დროა?ნოას შავი თვალები უელავდა და განრისხებული შეჰყურებდა ვიღაც პოლს. შემდეგ კი თითქოს ახლაღა გაახსენდა, რომ მეც აქ ვიყავი და სწრაფად გამომხედა.
- ნოა, რამდენჯერ გაგაფრთხილე და არ მომისმინე. ახლა იძულებული ვარ ძალით წაგიყვანო.
- აბა გაბედე.- ავად გაიღიმა ნოამ და ჩემს წინ დადგა, თითქოსდა მათგან მიცავსო.
- რა ხდება?- ვკითხე ჩუმად.
ჩემი ხმის გაგონებაზე დაიძაბა და მხრებში ოდნავ მოიხარა. ჩვენსკენ ორი მამაკაცი დაიძრა, თუმცა არ დამინახავს რა მოხდა, რადგან თავბრუსხვევა და გულისრევა ერთდროულად ვიგრძენი. სანამ გავითიშებოდი, ვიღაცამ დამიჭირა, თუმცა ნოა ნამდვილად არ იყო, რადგან მისი ყვირილი შორიდან მესმოდა.
- აუცილებელი იყო ისიც წამოგეყვანათ?- უკვე ნაცნობი სისინა ხმა მომესმა.- ამ საქმეში არ უნდა გაგერიათ.
- რა იყო, ახლა წიგნის ჭია ქალიშვილებმა მოგხიბლეს?- უპასუხა უცნობმა და ნაბიჯების ხმით მივხვდი, რომ ოთახი დატოვა.
ვხვდებოდი, რომ ჩემზე საუბრობდნენ და აღშფოთებულს მომინდა მეთქვა, რომ ქალიშვილი არ ვიყავი, თუმცა ხმა ვერ ამოვიღე, ოდნავ ამოვიკვნესე.
- ოჰ, მძინარე მზეთუნახავმა გაიღვიძა.- მომესმა ნოას გესლიანი ხმა და არეული მზერით მას გავხედე.
- სად ვართ?
- აქ ვართ, ტაბითა.
- უფრო კონკრეტულად?- კისრის ტკივილისგან კვლავ ამოვიკვნესე.
- შეგიძლია ისევ გამოსცე მსგავსი ხმა? დარწმუნებული ვარ თავს ვეღარ შევიკავებ და ამ თოკსაც გავწყვეტ, რომლითაც დაბმული ვარ.
მისმა სიტყვებმა სწრაფად გამომაფხიზლეს და აღმოვაჩინე, რომ ორივენი სკამებზე ვიყავით მიბმულები. ირგვლივ მიმოვიხედე და დაობებული კედლების მეტი ვერაფერი შევნიშნე. თავში ათასმა იდეამ გამიარა და ლამის ისევ დავკარგე გონება.
YOU ARE READING
მიტოვებული
Fiksi Remajaთინეიჯერი ტაბითა ჰოლანდი ოჯახთან ერთად ახალ ქალაქში გადადის საცხოვრებლად, თუმცა წარსულის ტრავმები მას არ შორდებიან და ახალი ცხოვრების დაწყებაში ხელს უშლიან. ახალ ქალაქში გოგონა მისი ცხოვრების სიყვარულს პოულობს, ამასთანავე ყველა სიკეთესთან ერთად ი...