თავი 30

71 5 2
                                    


დღეს სამერი უნდა მენახა და დილით ადრე გავიღვიძე. ის კარგად იყო და მისი დიდი თხოვნით სახლშიც გაწერეს. მინდოდა, რომ თავი კომფორტულად ეგრძნო, ყვავილები და ტკბილეული ვიყიდე, თავად განაცხადა დიეტაზე აღარ ვარო. მასთან მისვლისას კარები დეიდამ გამიღო.

- როგორ არის?- ვკითხე და ჩავეხუტე.

- სულ ტირის, მაგრამ არ იმჩნევს, ახლა სერიალს უყურებს.

- იქნებ გავართო, საჩუქრები მოვუტანე.

დეიდამ გამიღიმა და ისევ ჩამეხუტა.

- სამერმა რაღაც გადაწყვიტე.- მითხრა მოწყენილი ხმით.

- რა გადაწყვიტა?- გული ცოტა შემიტოკდა.

- თავად გეტყვის და დარწმუნებული ვარ შენ მხარს დაუჭერ.

მისთვის არაფერი მითქვამს პირდაპირ სამერთან შევაჭერი.

- შოკოლადები სულ შენთვის არა.- ვუთხარი და მის საბანში მეც შევძვერი.- რას უყურებ?

- ,,ალისფერ გულს".

- უჰ, უნდა მატირო?

- ნანახი გაქვს?

- კი და ძალიანაც მიყვარს.

- ბედნიერი დასასრული აქვს?

მხრები ავიჩეჩე.

- უყურე და გაიგებ. დეიდამ მითხრა რაღაცის თქმა უნდაო, რა მოხდა?

- აქ ნოა, ალეკი და ოლივერი იყვნენ.

- ვიცი.

- ეს ყველაფერი ჯეკ ჰარინგტონის გამო დამემართა და ბოდიშები მიხადეს.

- ვიცი.- ვუთხარი და ცრემლები მოვიწმინდე.

მის გამო მთელი სულითა და გულით ვწუხდი, მინდოდა დამნაშავე დასჯილიყო, თუმცა დამნაშავეს მისმა შვილებმაც კი ვერაფერი დააკლეს. იმ საშინელ დღეს ნოა და ჯოში მამამისთან სასაუბროდ წავიდნენ, თუმცა იქიდან დაბრუნებულებს ისეთი საშინელი გამომეტყველება ჰქონდათ კითხვაც აღარ იყო საჭირო. ერთადერთი რაც ნოამ იმ საღამოს შეძლო უარის ნიშნად თავის გაქნევა, ცრემლები და უამრავი ბოდიში იყო იმის გამო, რომ სამერის გამო არავინ დაისჯებოდა.

მიტოვებულიWhere stories live. Discover now