დასვენების დღე იყო, ამიტომაც ვესტლიდის უკეთ გაცნობა გადავწყვიტე. საჭიროდ არ ჩავთვალე ალეკის გაფრთხილება, ამიტომაც ადრიანად გამოვედი სახლიდან და ქუჩას გავუყევი. განა გასაოცარი არაა უყურო ქალაქის გაღვიძებას. სახლებიდან მოფუსფუსე ადამიანები გამოდიოდნენ, ავტომობილებში სხდებოდნენ და მიდიოდნენ... იმედია იქ სადაც გულით სურდათ, რომ წასულიყვნენ. ირგვლივ წვიმისაგან დანამული მიწის სურნელი ტრიალებდა, რამაც მშობლიური მხარე გამახსენა.წვიმის დროს ოკეანი ნაპირებს მივუყვებოდი, არ მაინტერესებდა, რომ ვსველდებოდი, მაინც არასდროს ვცივდებოდი. ზოგჯერ ალეკიც მოდიოდა წვიმაში სასეირნოდ, თუმცა ის ყოველთვის ჩემგან შორს იყო. ჰორიზონტს უყურებდა და მის ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა, იმ დროს მეგობარიც, რომ შეხვედროდა შეიძლება არც მისალმებოდა. ალეკის ყოველთვის მშურდა მისი თვალების გამო, ოკეანესავით ლურჯი და უსაზღვრო ჰქონდა. ვფიქრობდი ის უფრო ახლოს იყო ოკენესთან ვიდრე მე და ვეჭვიანობდი, თუმცა ერთხელ ალექსანდერმა მითხრა, რომ ჩემი თვალები ოკეანის ამღვრეულ წყალს ჰგავდა. ჭუჭყიანს. არც ესაა ცუდი. თავს ვაჯერებ.
ჩემი ყუადღება წითელმა კაფემ მიიქცია. მის სიახლოვეს გარდასულ საუკუნეთა აურა ტრიალებდა და მისკენ დავიძარი. შიგნით შესვლისას ჩეშირის კატასავით გავიღიმე, კაფე წიგნებით იყო სავსე, ნებისმიერს შეეძლო ფინჯან ჩაისთან ,, ჯეინ ეარის" კითხვით დამტკბარიყო. მიუხედავად იმისა, რომ პატარა კაფე სავსე იყო, ირგვლივ მაინც სასიამოვნო სიჩუმე სუფევდა, რასაც მსუბუქი კლასიკური მუსიკის ჟღერადობა აგვირგვინებდა. თავისუფალი ადგილის ძებნა დავიწყე, თუმცა ყველა დაკავებული იყო. უკან გამობრუნებას ვაპირებდი, როცა ყავისფერ თმიანი, გახდარი გოგონა შევნიშნე. მალევე მივხვდი, რომ ის მილი იყო მოტოციკლეტების შეჯიბრიდან. მისკენ წავედი და პირდაპირ წინ დავუჯექი.
- სალამი.
გულის ფორმიანი, წითელი სათვალე ქვემოთ დაქაჩა და თვალებ გაფართოებულმა გამომხედა წიგნიდან.
YOU ARE READING
მიტოვებული
Jugendliteraturთინეიჯერი ტაბითა ჰოლანდი ოჯახთან ერთად ახალ ქალაქში გადადის საცხოვრებლად, თუმცა წარსულის ტრავმები მას არ შორდებიან და ახალი ცხოვრების დაწყებაში ხელს უშლიან. ახალ ქალაქში გოგონა მისი ცხოვრების სიყვარულს პოულობს, ამასთანავე ყველა სიკეთესთან ერთად ი...