თავი 18

108 8 6
                                    

მთავარი გზიდან გადახვევის შემდეგ საშინელი გზა დაიწყო და სხეულის თითოეული ნაწილი დამებეჟა. ნოა მანქანაზე არც ნერვიულობდა, სწრაფად მიდიოდა და არცერთ იამას გაუვლელს არ ტოვებდა. ფანჯარა ჩამოვწიე, რათა უკეთ დამენახა მოგვყვებოდნენ თუ, არა. უკან არავინ არ ჩანდა ამიტომაც გარემოს შესწავლა დავიწყე. ირგვლივ შერეულფოთლოვანი ტყე იყო, შეფენილი გორაკებზე. წვიმა ოდნავ ცრიდა და სველი მიწის სურნელი ტრიალებდა.

- ჩამოვიშორეთ.- განაცხადა ნოამ და ამაყად გადმომხედა.

-უბრალოდ სახლში წამიყვანე.

- რადგან აქ მოვედით, რაღაცას განახებ.

     ნოა წინ სვლას არ წყვეტდა, ირგვლივ კი სიბნელე და ნისლი ერთდროულად წვებოდა, წვიმაც უფრო მეტად უმატებდა. ჰარინგტონმა მანქანა გააჩერა და სიტყვის უთქმელად გადავიდა. მეც უკან მივყევი და გაოცებისგან პირი დავაღე. შუა ტყეში, ხეებით გარშემორტყმული ეკლესია იდგა. შუაში უზარმაზარი სვეტი იყო, გვერდებზე კი თითო-თითო სვეტი. ბურუსში გახვეული იმაზე მეტად იდუმალი ჩანდა, ვიდრე ჩვეულებრივ შეიძლება ყოფილიყო.

- ეს რა ადგილია?- ვიკითხე აღფრთოვანებულმა.

- ვესტლიდის ციხე ქვია, თუმცა სინამდვილეში ეკლესიაა. შუა საუკუნეებში იყენებდნენ. ახლა აღარ მოქმედებს.

- გასაოცარია.- გრძნობებს ვერ ვმალავდი.- შეიძლება შიგნით შევიდეთ?

       ნოა წინ გამიძღვა და მოჩუქურთმებული რკინის კარები ძლიერი ბიძგით შეაღო. ტელეფონის განათება მოვიშველიე, რათა ყველაფერი კარგად დამენახა. თუმცა იმედები გამიცრუვდა, შიგნით ისეთი გრანდიოზული არ აღმოჩნდა, როგორიც გარედან იყო. მთელი ეკლესია დავათვალიერე, თუმცა ქვის კედლების მეტი არაფერი იყო.

       წამიერად ნოა ვერსად შევნიშნე და გულაჩქარებულმა მისი ძებნა დავიწყე, თუმცა ის უბრალოდ ჩემს ზურგს უკან იდგა და თაღს უყურებდა. სწორედ ამ დროს გავიაზრე, რომ ქალაქიდან ძალიან შორს, ტყეში, მიტოვებულ ეკლესიაში ვიყავი უცნობ ბიჭთან ერთად და გამაკანკალა.

მიტოვებულიWhere stories live. Discover now