მიუხედავად იმისა, რომ სამერს დავპირდი ამ დღეებში გნახავთქო დრო ვერ გამოვნახე შესახვედრად, ამიტომაც ჩვენი შეხვედრა სკოლის პირველი დღისთვის გადაიდო. დილით ადრე გავიღვიძე და მოწესრიგება დავიწყე. მოკლე, შავი ოდნავ გაშლილი კაბა და თეთრი მაისური ჩავიცვი. თეთრი წინდები ნაზად ამოვიცვი ფეხებზე, მათზე კი თეთრი კონვერსები ჩავიცვი. თმა უბრალოდ გავიშალე და დავისწორე. მთელი ჩემი მომზადების პერიოდში ალეკი ჩემი საძინებლის კარებთან, იატაკზე იჯდა და ნაყინის კოვზს ლოღნიდა, თან თვალს არ მაშორებებდა. შიგადაშიგ თავის კომენტარებს რთავდა, მაგალითად ,,როგორ ფიქრობ ეგ კაბა, ზედმეტად მოკლე არაა?", ,,თმა, რომ შეიკრა, არაა?", ,,ეგ მაისური გამოიცვალე, ტოპია." ,, მაკიაჟის გაკეთებაზე არც იოცნებო." რათქმაუნდა მისთვის არ მომისმენია და ოთახიდან გავედი. ისიც უკან გამომყვა. ნერვიულობის გამო მხოლოდ ერთი ფინჯანი ჩაი დავლიე და სახლი ისე დავტოვე. პირველი დღე მაშინებს, რადგან ახლა გაირკვევა წინ როგორ წელი მელოდება. სად უნდა გავატარო ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. მანქანაში მოვკალათდი და ჩანთაში წიგნები გადავამოწმე. ალეკიც მალევე მომიჯდა გვერდით და თავიდან ბოლომდე შემათვალიერა. პირი გააღო, რომ რაიმე შესწორება შეეტანა ჩემს ჩაცმულობაში, თუმცა გავაჩუმე.- დღეს ჩემი დღეა, ალეკ.- ვუთხარი წყნარად.- ასე, რომ ენა ჩაიგდე და სკოლაში წამიყვანე.
არაფერი უპასუხია, მანქანა დაძრა და მალევე მიმიყვანა სკოლის ეზოსთან. ირგვლივ უამრავი ბავშვი ირეოდა და ცოტა ავნერვიულდი. ან ძალიან ავნერვიულდი, რადგან ხელის გულებიც კი გამიოფლიანდა. მანქანის სავარძელს ლამის ზედ მივეყინე.
-გადასვლას აღარ აპირებ, ქათამო?- მითხრა უხეშად.
- ჰო.- ვუპასუხე ჩამქრალი ხმით.
- გადაეთრიე ჩემი მანქანიდან!
მკვლელი მზერით გავხედე და მისი ჩვეული სიუხეშით გაბრაზებული ქუჩაში გადავედი და სვლა სკოლის შესასწვლელისკენ განვაგრძე.
YOU ARE READING
მიტოვებული
Teen Fictionთინეიჯერი ტაბითა ჰოლანდი ოჯახთან ერთად ახალ ქალაქში გადადის საცხოვრებლად, თუმცა წარსულის ტრავმები მას არ შორდებიან და ახალი ცხოვრების დაწყებაში ხელს უშლიან. ახალ ქალაქში გოგონა მისი ცხოვრების სიყვარულს პოულობს, ამასთანავე ყველა სიკეთესთან ერთად ი...