თავი 3

125 9 2
                                    




-სადაა? ტაბითა, გაიღვიძე!- ალეკის ყვირილმა ჩემი სიზმრებიდან თავი დამაღწევინა.

- რა ჯანდაბა გინდა?- ვუთხარი გათიშულმა და ჩემს ფუმფულა სათამაშოს ჩავეხუტე.

- სადაა შენი კოსმეტიკის ჩანთა.- ჩემთან მოვიდა და თავში წკლიპურტი ჩამარტყა.

- მეტკინა!- ბოლო ხმაზე ვუყვირე და ჩემი სათამაშო დათუნია თავში გავუქანე.

- ფუ, გაწიე! ვერ ვიტან დათვებს.- ამრეზით მითხრა და ჩემი დათუჩა ისე ისროლა, თითქოს საწამლავით ყოფილიყოს გაჟღენთილი.

- შენ გქონდა ჩემი კოსმეტიკა და არც დაგიბრუნებია.- შევეცადე ხმაში ზიზღი ჩამექსოვა.- რაიყო, თვით ალექსანდერ ენდრიუსიც კი შეაწუხა ასაკობრივმა გამონაყარმა სახეზე?

- მოკეტე.- თითი დამიქნია და ოთახიდან გავიდა.

თავი ბალიშში ჩავრგე, თუმცა რაც არ უნდა იყოს ნეხვი ალეკის გამო ძილს ვეღარ შევიბრუნებდი. დავამთქნარე და საწოლიდან წამოვდექი, თან ოდნავ დავიჭყანე. დღეს სასკოლოდ ნივთები უნდა ვიყიდო. ორი დღის წინ სამერმა დამირეკა და შეხვედრა დამინიშნა, თანაც საყიდლებზეც გამყვება, რომ არ დავიკარგო. თავი მოვიწესრიგე და სასაუზმოდ ჩავედი. ყველა მაგიდას უსხდა და საუბრობდნენ. ალეკი დამშვიდებული ჩანდა, რადგან მაკიაჟით მუწუკის დამალვა მოეხერხებინა. მის პირდაპირ დავჯექი და ცალი ფეხი სკამზე შემოვდე. ალეკმა ზეთის ხილი მომაწოდა, მე კი ყველი გადავდე მისკენ. დაჟინებით ვუყურებდი ჩემს ნახევარძმის მსგავს არსებას, ის კი დიდი მონდომებით მარიდებდა თვალს. საბოლოოდ დანებდა და ზიზღით გამომხედა მე კი თავი ვერ შევიკავე და სიცილი ამიტყდა.

- რა ხდება?- ღიმილით გვკითხა დედამ.

- გეყოს.- კბილებში გამოსცრა ალეკმა და მკვლელი მზერა მესროლა.

მე კი არ ვჩერდებოდი, რადგან მსიამოვნებს მის ნერვებზე თამაში. მინდა, რაც შეიძლება მეტი შანსი მქონდეს მის გასამწარებლად, ახლა კი როდესაც ჩემს წინ მაკიაჟით ზის ვაპირებ მაქსიმალურად დავცინო. პირველად, რომ გავიცანი ვცდილობდი კარგად მოვქცეოდი, მაგრამ არასდროს იყო კეთილი ჩემს მიმართ. ახლა მეც გავიზარდე და ვისწავლე სამაგიეროს გადახდა.

მიტოვებულიWhere stories live. Discover now