თავი 32

76 5 1
                                    




ალექსანდერი საეჭვოდ ზედმიწევნით იცავდა ჩემს მოთხოვნოას, რომ ნოა აღარ გვეხსენებინა.

თუმცა, ერთი ჰარინგტონი მაინც ვერ მოვიშორე. ჯოში სულ ჩვენთან იყო, არ გვშორდებოდა და რაც ასევე ძალიან მიკვირდა დედაჩემი და ბენი მასზე გიჟდებოდნენ.

- ლამაზო, კაბა უკვე აარჩიე?

დამავიწყდა მეთქვა, რომ მილი პირდაპირი მნიშვნელობით ჩემს საძინებელში გადმოცხოვრდა.

- შენ ისევ აქ ხარ?- საწოლის ქვეშ შევიხედე და ფანრითა და წიგნით ხელში მყოფი მილი დავინახე.

- რა გინდა?- მობეზრებული სახით გამომხედა.- მაგარი ტიპი ხარ და იმ ტიპთან, რომ ცხოვრობდი შენთან კონტაქტი არ მქონდა და მაცდი ახლა დავტკბე შენთან დროის გატარებით?

- მაგარი ტიპი არ ვარ.- ეჭვის თვალით გავხედე.

- პირდაპირ ვერ მოგახალე.- დანებების ნიშნათ საწოლიდან გამოძვრა.

-სერიოზულად, ნოასთან რამე პრობლემა გაქვს?- მისი სახელის წარმოთქმისას ხმა ჩამიწყდა მაგრამ მილიმ არ შეიმჩნია.

- რა თქმა უნდა, არანაირი. იდიოტი ჯოშივით უაზროდ კი არ მძულს...

-აბა?- ჩავეძიე.

მილიმ გაფართოებული თვალებით მიიხედ მოიხედა და ისევ მე მომაშტერდა.

- ბევრი ამბავი გვაკავშირებს. მოდი ერთს მოგიყვები. ოლივერი და ნოა ხომ იცი?! მოსაწევს ვყიდდი მაგათზე.- თავი დანანებით დამიქნია.- მერე ფული შემომაკლდა და დავაძალე წამლები ეყიდათ.

- რა? მეხუმრები?

მილიმ ტუჩები მოიკვნიტა.

- საქმე კარგად მიმდიოდა, სანამ ისლამ ოლის ოთახში წამალი არ ნახა.

- მერე?- ამბავმა ისე ჩამითრია ერთი სული მქონდა ბოლომდე მომესმინა. თან არ ვიცოდი გამცინებოდა თუ არა.

- მერე, ოლი თხოვდა მშობლებს არ უთხრაო, ისლას კი გაუკირდა მშობლებს რატომ უნდა ვუთხრა მცირე ეფექტიან დამამშვიდებელს, რომ იყენებო და ჩემი ბიზნესი მიწასთან გაასწორა.

მიტოვებულიWhere stories live. Discover now