თავი 25

49 3 0
                                    




- იდეა მაქვს!- წამოიყვირა ალეკმა და რა თქმა უნდა ყველამ მას გავხედეთ, იმიტომ კი არა, რომ მას რაღაც იდეა ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ რთული იყო მისი შარმისა და მომხიბვლელობის პატრონს სხვების ყურადღება სულ მცირე ხმაურითაც არ მიეპყრო.

-გისმენთ.- სამერი მის გვერდით გაჩნდა( სიმართლე, რომ ვთქვათ არც მოსცილებია).

ალეკმა თითქოს ვერც შენიშნა.

-მოდით წრეზე დავსხდეთ და ერთმანეთს ვუთხრათ ისეთი რაღაცები, რასაც ვერასდროს ვეტყოდით.- ისე საუბრობდა აშკარად ნასვამი იყო.

-ამას თუ არ გავაკეთებთ?-გამომწვევად იკითხა ოლიმ.

ალეკმა მას ღიმილით გახედა, თუმცა იყო ამ ღიმილში რაღაც ბასრი.

- მაშინ უნდა დალიო, ოლივერ.- მკვეთრად წარმოთქვა მისი სახელი და სამერს ხელი გადახვია, ახლაღა გაახსენდა მისი არსებობა.

ყველანი წრეზე დავსხდეთით და თამაშიც დაიწყო. თავიდან ოსტინს, როგორც იუბილარს ეუბნებოდნენ რაღაცებს, რაც არ მაინტერესებდა ასე, რომ მე ნოას ვესაუბრებოდი და ჩუმად ვიცინოდით. ცოტა ნასვამი იყო, ამიტომაც ჯოშის ახლოს ყოფნა აღარ აღიზიანებდა და ძალიან თავისუფლად  იქცეოდა, ლამის გულ-მუცელი ამომიტრიალდა, როცა ჩემი ხელი თავისაში ჩაბღუჯა და მკერდზე მიიხუტა.

- არ ვიცი როდესმე მითქვამს თუ არა, მაგრამ საშინლად გამაღიზიანებელი ხარ.- სრული სერიოზულობით განუცხადა ოლიმ ისლას.

-პირველად მესმის და ეს ძალიან მტკივნეულია.- ისლამ არარსებული ცრემლი მოიწმინდა.- მე ვფიქრო, რომ მილი მაგარი ძუკნაა.

- მიყვარს ასეთი კომპლიმენტები.- მილიმ ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა.

- ვიცი, საყვარელო.- ისლამ ორივე თვალი ჩაუკრა და თბილად გაუღიმა.

- შენთვის არასდროს მითქვამს, მაგრამ ბავშვობაში შენთან მეგობრობაზე ვვოცნებობდი, სამერ.- ალბათ ნასვამი, რომ არ ყოფილიყო მილი ამას არასდროს იტყოდა.

მიტოვებულიWhere stories live. Discover now