თავი 9

112 10 14
                                    




მანქანა იმ სახლთან გაჩერდა, სადაც გასულ ღამეს ვიყავი სტუმრად. ქუჩაში გადავედი და ჩემამდე შიგნიდან გამოსულმა მუსიკის ხმამ მოაღწია. თავდაჯერებული ნაბიჯებით გავემართე შენობისკენ და კარზე დავაკაკუნე, თუმცა არავინ გამიღო, ამიტომაც პირდაპირ შევაღე და ხელში უამრავი მთვრალი თინეიჯერი შემრჩა. იმედგაცრუებულმა ცალი წარბი ავწიე და მათ შორის სიარული დავიწყე, რომ ვინმე ნაცნობი მენახა. ბევრი სიარულის შემდეგ სამზარეულოში ამოვყავი თავი, იქაც არავინ იყო ნაცნობი. ჩემი დიდებული გართობის გეგმის ჩაშლის გამო შეწუხებულმა მეორე სართულზე ავაბიჯე. ზემოთ შედარებით სიწყნარე იყო, თუმცა მოგუდული სიცილის ხმები ისმოდა. თავდაჯერებულმა შევაბიჯე ერთ-ერთ ოთახში და თავისუფლად ამოვისუნთქე.

- ის მოვიდა!- იყვირა ისლამ და ბარბაცით ჩემსკენ წამოვიდა.

- გამარჯობა.- მივესალმე და გადავეხვიე.

- მან ხომ არ მოგიყვანა?- ინტერესით მკითხა ნახევრად მთვრალმა სამერმა.

     ამოვიოხრე და გადავწყვიტე თამაშში ავყოლოდი.

- შენს ბიჭს, თუ გულისხმობ არა. მას არ მოვუყვანივარ.

- ოჰ.- ოლიმ წარბები შეკრა და ინტერესიანად შემომხედა.

- რას აკეთებთ?- ოლის ყურადღება არ მივაქციე და დივანზე ჩამოვჯექი, რაც ცოტა უხერხული იყო, რადგან ყველა იატაკზე ისხდა და მე ზემოდან დავცქეროდი.

- ვთამაშობთ.- მხრები აიჩეჩა სამერმა.- ბოთლს ვატრიალებთ და ერთმანეთს კითხვებს ვუსვამთ, თუ პასუხის გაცემა არ გვინდა მაშინ ვსვამთ.

-მეც მინდა.- ჩამეღიმა და სამერის გვერდით დავჯექი.

    კიდევ ერთხელ მოვათვალიერე ოთახში მყოფი ბავშვები და რამდენიმე უცნობს სუსტად გავუღიმე. ნოაც ჩემს პირდაპირ იჯდა, ვცდილობდი არ შემემჩნია, რადგან გვერდით ხვეულთმიანი გოგონა ეჯდა, რომლის ყავისფერი დალალებიც ჰარინგტონს სახეზე ეყარა. გოგონა ძალიან ლამაზი იყო. იდეალურ ტანს მისი ცეცხლოვანი თვალები სულ სხვა მნიშვნელობას სძენდნენ. თავში ერთადერთი სიტყვა ამომიტივტივდა ,,სექსუალური". ნოა კისერში კოცნიდა და გოგონა სიამოვნებისგან თვალებს ლულავდა. მათ შემყურეს სუნთქვა შემეკრა და ყურადღება ისლაზე გადავიტანე, რადგან მე მისვამდა კითხვას.

მიტოვებულიWhere stories live. Discover now