《პროლოგი》

1.6K 101 74
                                    

A/N სალამი მონატრებულებო. სულ სხვა ისტორიით ვაპირებდი დაბრუნებას, მაგრამ ეს იდეა გულს მიჭამდა ამიტომ ამით დავიწყებ.
ისტორია შეიცავს ძალადობის სცენებს და ზრდასრულებისთვის განკუთვნილ კონტენტს, ამიტომ თუ თავს არაკომფორტულად იგრძნობთ არ წაიკითხოთ.
იმედი მაქვს მოგეწონებათ 💜💚

《》

სათნო სულს წაბილწავს უსამართლობის განცდა და თავად უსამართლობას წარმოქმნის მიამიტობა.
ახლად დაბადებულ სულს ჯერ კიდევ სდევს პირველქმნილი ცოდვის აჩრდილი და განა არაა მიამიტობა, რომ ამის გვჯერა? ჯერ კიდევ დედის სისხლით მოსვრილ ახალშობილს, უსამართლოდ ვუწოდებთ ცოდვილს და ვაჩვევთ_"მომავალი, კარგს არაფერს გიქადნის პატარავ." თან ვუღიმით, მისი ტირილი გვახარებს.
დაბადების წამიდან ვაჩვევთ უსამართლო ცხოვრების გზას, დაე ბედმა გადაწყვიტოს, ამ გზის რომელ ნაირსახეობას გაყვება იგი.

"დასერილი ტერფებით გავრბოდი, სისხლიანი ფეხის ფრჩხილებით, საკუთარი ხორცის დაფლეთვას ვგრძნობდი."

ახლაც სისხლიანი თვალებით ვუყურებ ჩემს წინ ლამაზ ყმაწვილს. ინტერესით მათვალიერებს. ტუჩებს იჭამს. ხელის თითებს ერთმანეთში ხლართავს და მოუთმენლად ელოდება, როდის გავაგრძელებ ისტორიის მოყოლას.

"დარწმუნებული ხარ, რომ ამის მოსმენა გინდა?"

თავს ისევ ისეთი მოუთმენლობით მიქნევს, როგორი თვალებითაც მაშტერდება.

"შეიძლება ინტერესმა მომკლას."

ამატებს გულუბრყვილოდ.

"გარწმუნებ, ამ ისტორიის მოსმენა მოგკლავს."

თვალს თვალში ვუყრი. არ ვტყუი. მე არასდროს არ ვტყუი.
შეიძლება რაღაც დავმალო, მაგრამ არასდროს ვიტყვი ტყუილს.
ისიც ისეთივეა, როგორც სხვები.
ისიც ისე თვლის, როგორც დანარჩენები.
არავის ჰგონია, რომ ვინმეს ისტორიის მოსმენამ შეიძლება რაიმე ავნოს მათ სიცოცხლეს.
... მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, მე არასდროს ვამბობ ტყუილს.

Anger, Passion, Greed  Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang