《》
მარტო დარჩენილი, შორეულ მოგონებებს ვეპოტინები.
ცხოვრებას მანამ, სანამ მას გავიცნობდი.
ლაღი წარსული, მტკივნეულ აწმყოდ რომ იქცა, ცოტა შემაშინა ამ წამს, ამის გააზრებამ.
ფართედ გაშლილი ფრთებით, თავი სამყაროზე, შემოქმედზე ძლიერიც კი მეგონა, რადგან ჩემი თავისუფლება, ჩემი პრინციპებისგან მომდინარეობდა და არ პირიქით.
არასდროს დავუბრკოლებივარ ჩემს პრინციპებს, არასდროს შეუზღუდავს ჩემი თავისუფალი სული.
არაფერია, იმაზე მშვენიერი, როცა ჰარმონიულად ერწყმის შენი ცხოვრებისეული დოგმა, შენს ცხოვრების სტილს.
თუმცა ახლა, ჩემი გაშლილი ფრთები, საცოდავადაა აბუზული. ავდარში მოხვედრილ ბეღურას მაგონებს საკუთარი თავი.
მეშინია, დიახ მეშინია, მაგრამ არა ჩემს გამო, არამედ მისთვის.ყველა აქამდე არსებულმა წარმოდგენებმა, ზურგი მაქცია. თავდაყირაა ჩამოკიდებული ჩემი სამყარო და თუ აქამდე სიცოცხლე ყველაზე ძვირფას საჩუქარს ნიშნავდა ჩემთვის, ახლა ეჭვქვეშ დადგა მისი მნიშვნელობა.
თავის გაწირვა გმირობა არაა, ვერავინ გადამარწმუნებს ამაში.
ხშირად ლაჩრებიც წირავენ თავს. ხშირად სასწორი სწორედ იმ მხარეს ირწყვება, საითაც უფრო ნაკლები წონა აქვს. ეს ასე ხდება, თავისდაუნებურად.
ჩემი სასწორიც თურმე აქამდე, მხოლოდ ჩემს საკუთარ ღირებეულებებს წონიდა.
დღეს კი ვხედავ ჩემს თავს ისე, რომ არ მჭირდება მისი დანახვა.
დღეს კი ვხედავ, როგორ გადადის სასწორი ნაკლები წონისკენ.
დღეს კი ვხვდები, რომ ისევე როგორც სიმართლის, სამართლიანობისაც ყველას თავისი გაგება აქვს და აქამდე თუ ვთვლიდი, რომ არსებობს დაწესებული საზღვრები და ამ საზღვირის გადაკვეთა იწვევს ქაოსს, ახლა ვთვლი რომ არ შემიძლია განვსაჯო მისი სამართალი.
არ შემიძლია ვუთხრა, რომ არასწორია.ამ დილით მისი სახე, რომ ვნახე.
როცა დავინახე, როგორ საათივით აწყობილ მექანიზმს ჰგავდა მისი ერთი რეჟიმიდან, მეორეში გადართვა.
როცა დავინახე პიროვნება, რომელიც ერთ წამს პატიებას მთხოვდა, მეორე წამს კი მზად იყო კვლავ ჩაედინა იგივე დანაშაული.
როცა მისი გამოფხიზლებაც კი ვერ შევძელი, ისე რომ არ მეტკინა მისთვის.
საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არ შემეძლო დამედანაშაულებინა მისივე დანაშაულში.
მივხვდი, რომ შემეძლო მკვლელის გამართლება.
მივხვდი, რომ იგივეს გავაკეთებდი, შეიძლება უარესსაც მის ადგილზე რომ ვმდგარიყავი.
ბევრ რამეს მივხვდი, მაგალითად იმას, რატომ სცოდავენ აღსარების შემდეგ.

CITEȘTI
Anger, Passion, Greed
Fanfiction2021/09/24_2022/01/15 მხოლოდ სამ ცოდვას ვაღიარებ: მრისხანება, ვნება, სიხარბე. მრისხანებამ მაქცია იმად, რაც ვარ. ვნებამ მაიძულა გამეგრძელებინა იმის კეთება, რასაც ჩავდიოდი. სიხარბემ არ მომცა საშუალება გამეშვი. როცა სამსჯავროზე წარვსდგები, ნუ მომთხოვთ...