《ჯონგუკი》

418 87 42
                                    

《》

   როცა სამართლის სტუდენტი გავხდი, ჯერ კიდევ მაშინ, იმ წამიდან ვფიქრობდი, რომ სიცოცხლის ფასად დავიცავდი, ყველა უდანაშაულო ადამიანს და დამნაშავეებს, ციხის გისოსების გარდა, არაფრის ხილვის საშუალებას არ მივცემდი.
მთელი სტუდენტობის მანძილზე, სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულებებს ვადევნებდი თვალს.
მესმოდა და მეც ლამის ძალის საშუალებით ვცდილობდი დანაშაულის ადგილზე შემეღწია, მეტი გამეგო, მიზეზები მეთხარა და სწორედ ამ სიჯიუტის და გაუტანლობის ხარჯზე აღმოვჩნდი იქ, სადაც ვარ.
როცა პირველი მკვლელობა გავხსენი, მკვლელს პირდაპირ თვალებში ვუყურებდი და ვხედავდი, მის უსიცოცხლო სიმრგვალეებს. ვხედავდი, ის ვერაფერს გრძნობდა.
ვთვლიდი, რომ ასე ხდება, სხვისი სიცოცხლე საკუთარი სულის სანაცვლოდ მიგაქვს.
შენ სულს კარგავ და რა გინდ ბევრი ეძებო შემდეგ, ამას ვერ დაიბრუნებ.
პირველი მკვლელობის გახსნისას, ჯერ კიდევ სტაჟიორი გამომძიებელი ვიყავი და ეს დანაშაული არ იყო განძრახ ჩადენილი, მაგრამ მაინც, მის თვალებით ადამიანი აღარ იმზირებოდა. ვიფიქრე, გადამეტებულია ჩემი დასკვნა მკვლელის სულზე, ალბათ სწორედ იმიტომ აღარ ჰგავდა ადამიანს, რომ არ სურდა მისი მოკვლა, მაგრამ რატომ არ იყო დანაშაულის გრძნობა იქ?
შემდეგი მკვლელობა უკვე ოფიციალური სამხრეებით გავხსენი.
ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლული ცოლი და ცოლის მეგობარი, რომელიც მისი საყვარელი ეგონა.
ეს ყველაფერი კი, მისივე მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოხდა. მასაც ჩავხედე თვალებში და ზუსტად ის სურათი ვიხილე, რაც პირველ ჯერზე.
არ აქვს მნიშვნელობა გამიზნულად კლავ, თუ გაუმიზნავად. დიახ, ეს დასკვნა გამოვიტანე.
ის, იმის გამოც კი არ დარდობდა, რომ დანაშაულის მოწმე, მისი მცირეწლოვანი შვილი იყო.
მკვლელის ინსტიქტი, შენ გაქცევს დემონად, შავ თვალებს კი ვეღარაფრით გააფერადებ...
და მას როცა შევხვდი, იმ უემოციო თვალებშიც კი, რატომ ვხედავდი ფერადოვნებას?
დამაბრმავა მან, თუ მისმა საოცარმა აღნაგობამ?
იმის მიუხედავად, რომ ბოლო დრომდე, არც ერთი ემოცია არ მიგრძვნია მისგან, თეჰიონი ყველა ემოციას იტევს თავის თავში.
ახლაც ვუყურებ მის თვალებს, მტაცებლურს და ცივს, ჩვენი სხეულების სითბომაც, რომ ვერ შეძლო მათი გალღობა, მაგრამ იქ ვერ ვხედავ იმას, ვისაც უნდა ვხედავდე წესით.
სიყვარული ამდენად ბრმაა? ან იქნებ მე არ ვარ საკმარისად პროფესიონალი.

Anger, Passion, Greed  Donde viven las historias. Descúbrelo ahora