《》
მისი წასვლის შემდეგ, სიცარიელის სიმძიმეს ვგრძნობ.
მისი წასვლის შემდეგ, აჩრდილები დაიარებიან ჩემს გარშემო.
ის მათ აფრთხობს.
ჩემს დემონებს აფრთხობს და მეც მაფრთხილებს, არ დავნებდე მათ.
დაპირებულ შეხვედრამდე ჯერ კიდევ საათებია.
მე მხოლოდ დრო დამჩა მოსაკლავი, მხოლოდ რამდენიმე საათი.
რაც ჩემში თბილი სისხლის მოძრაობა შევიგრძენი, უფრო მეტად მიწევს ბრძოლა საკუთარ თავთან.
თითქოს, უფრო მეტად მიტევენ წარსულის აჩრდილები.
ეს წამებული სულებიც, უფრო ხმამაღლა ყვირიან.
ჩემს სულს ითხოვენ, მათი ტანჯვის საფასურად.ახლა ეკლესიის წინ ვდგავარ.
მის კარზე გამოსახულ ჯვარცმას ვუყურებ. დიახ, მხოლოდ ახლა ვიაზდებ ამ ხმების სათქმელს.
რა საცოდავი ვარ.
მახსენდება იმ მოძღვრის სიტყვები, ფსიქიატრიულში რომ მსტუმრობდა.
_მოინანიე, არა მხოლოდ შენი თავის გამო, არამედ, იმათ ნაცვლადაც, ვინც შენი წყალობით მონანიება ვერ შეძლეს._რატომღაც ყველაფრის საშველს ხომ რელიგიაში პოულობენ ადამიანები და მე მწამს, თუ არ მწამს, თავიდან ვერ ვიგდებ ამ სიტყვებს, ამ წამს.
თუ მართლა არსებობს ნამდვილი სამართალი, არა შერჩევითი როგორც დედამიწაზე, არამედ ნამდვილი, მაშინ რა გამოდის, მე სამართლიანობის ნაცვლად საკუთარ ცოდვებს, მათიც დავუმატე?
რა საცოდავი ვარ.
როგორი საცოდავი.
ისევ ჯვარცმას ვუყურებ."შენ ჩვენი ცოდბვებისთვის გასწირე თავი?"
ხმამაღლა ვეკითხები. შეშლილი თვალებით, მათ სიფართოვეს მკვეთრად ვგრძნობ.
მგონია სადაცაა გადმომცვივდება."როგორია, როცა მხოლოდ საკუთარ ცოდვებზე კი არა, სხვისაზეც რომ აგებ პასუხს?"
რა საცოდავი ვარ.
როგორი საცოდავი.
სამართლიანობას ვეძებდი იქ, სადაც სამართალი არც კი არსებობს."იცი, მგონია მადლობელიც უნდა იყო, მე ხომ ტანჯული სული ვარ. მგონი უნდა მომეტევოს არა? აბა დაფიქრდი, მე მათ ნაცვლად შევწირე საკუთარი სული."
ВЫ ЧИТАЕТЕ
Anger, Passion, Greed
Фанфик2021/09/24_2022/01/15 მხოლოდ სამ ცოდვას ვაღიარებ: მრისხანება, ვნება, სიხარბე. მრისხანებამ მაქცია იმად, რაც ვარ. ვნებამ მაიძულა გამეგრძელებინა იმის კეთება, რასაც ჩავდიოდი. სიხარბემ არ მომცა საშუალება გამეშვი. როცა სამსჯავროზე წარვსდგები, ნუ მომთხოვთ...