《》
უძილო ღამეებისთვის მიზეზი არ მქონდა თითქოს, ერთი რომ არ შეჰმატებოდა.
სახლში დაბრუნების წამიდან სავარძელში ვზივარ, არყის ბოთლი მიწევს კომპანიონობას.
დათრგუნული და გატეხილი. ამას არასდროს ვაღიარებ ხმამაღლა, თუმცა იმის ნაცვლად რომ მისი დაჭერის იმედი გამჩენოდა, იმედგაცრუებას ვგრძნობ გადაჭარბებული დოზით. იმედგაცრუებული ვარ საკუთარი თავით და იმაზე ფიქრით, რომ მის ხელში თავს მარიონეტად ვგრძნობ.დიდ თაბახის ფურცელზე ამობეჭდილ, მკვლელის წერილის ასლს მანამდე ვაშტერდები, სანამ თვალები წვის შეგრძნებისგან დამიბრმავდება.
ვუყურებ და ვხვდები, რამდენად სულელები მგონივართ.
მაგრამ თითქოს მიმართვის ადრესატი მე ვარ.
პირდაპირ მე მომმართავს, ნებართვასაც კი მაძლევს, რომ შემიძლია დავიწყო ძებნა.
აბა აქამდე რას ვაკეთებდი? ბრინჯის ყანებში დავრბოდი ფეხშიშველი?
თითქოს და დარწმუნებით იცოდა, რომ ამ დრომდე ვერ ვიპოვიდი.
იცოდა, რომ უნარი არ გვქონდა გამოგვეჭირა. ამიტომ ახლა შანსს გვაძლევს.
რატომაც არა, თავდაჯერებულია და ამის მიზეზი ნამდვილად აქვს. ასე სუფთად შესრულებული საქმე, ცოტა თუ მოიძებნება, მარტო კორეის მასშტაბით კი არა მთელს მსოფლიოში.
სწორედ ასეთი პროფესიონალიზმის გამოა, საქმის დეტალებს რომ არ ვასაჯაროვებთ.
ისღა გვაკლია მიმდევრები გაიჩინოს და მასავით ავადმყოფური წარმოსახვის მქონე ადამიანებმა გააკერპონ.მაგრამ მთავარი კითხვა ის კი არ არის ახლა, ვინ არის, ან რატომ ჩადის ამ საშინელებებს, არამედ ის, რატომ ახლა? რატომ სურს ვიპოვო?
ნუთუ დაიღალა, მოსწყინდა გართობა და ახალ გზას ეძებს ადრენალინის გამოსამუშავებლად.
კუდზე წამოკიდებული მდევარი და ამ მდევრის როლი, მე მიბოძა.
იქნებ ახალი, უფრო სახალისო გეგმა აქვს გამზადებული.
ვერ დავიჯერებ, რომ სურს შევაჩეროთ.
ვერ ვიფიქრებ, რომ მასში ადამიანურობამ გაიღვიძა და იმის გამო, რომ მტაცებლის ბუნებას ვერ ეწინააღმდეგება, ეს მისია მე დამაკისრა.
BẠN ĐANG ĐỌC
Anger, Passion, Greed
Fanfiction2021/09/24_2022/01/15 მხოლოდ სამ ცოდვას ვაღიარებ: მრისხანება, ვნება, სიხარბე. მრისხანებამ მაქცია იმად, რაც ვარ. ვნებამ მაიძულა გამეგრძელებინა იმის კეთება, რასაც ჩავდიოდი. სიხარბემ არ მომცა საშუალება გამეშვი. როცა სამსჯავროზე წარვსდგები, ნუ მომთხოვთ...