《ჯონგუკი》

395 84 29
                                    

《》

   საოცარია მალულად ეტრფოდე. ხიბლში გაგდებს ეს მდგომარეობა. ძალას გაცლის და თანვე გავსებს.
გაფიქრებს ღმერთზე, რომლის არსებობის შეიძლება არც კი გჯეროდეს და იქვე გიმზადებდეს ჯოჯოხეთის კარებს, რადგან შორეულ ოცნებებში ბევრ ისეთ ოცნებას უყრი თავს, რომელიც ცხადში შესრულებაზე უფრო ცოდვილი, უფრო მომაკვდინებელია.
ფართედ გაქვს მოღიავებული სულის დარაბები. ადვილად უშვებ ყველა ემოციას, ბოროტებას და სიკეთეს. გაუფილტრავად, რადგან არ აკონტროლებ. არც გსურს გააკონტროლო. ამისთვის უბრალოდ არ გცალია.
მთელი შენი ყურადღება, მხოლოდ იმ ერთს ეთმობა და ლოდინში, საიდუმლოდ გაღმერთებაში, ყველაფერი აღწევს შენს სულში, ის კი შორიდან გიმზერს ისევ.
ერთი ნაბიჯიც  არ აქვს გადმოდგუმული შენსკენ.
ფარები დაუშვით!!! უკვე გვიანია, ამის მოთხოვნა.
იმდენად სავსეა შენი შიგნეულობა ყოველგვარი ნაგვით, რომ გიჭირს გამოარჩიო, რომელი გრძნობა დაიტოვო და რომელი გაუშვა.

მიყურებს.
ჩემი სიტყვების შემდეგაც კი არ კრთება, არც ერთი ემოცია მის სახეზე.
ისეა თითქოს, ყოველდღე ისმენდა ამ სიტყვებს ჩემგან და უკვე დაჩვეულს, რეაქცია აღარ აქვს.
როცა თვალები დახუჭა  ვიფიქრე, ემოციების კონტროლს ცდილობდა, მაგრამ თვალებ გახელილს ისეთივე სიცარიელე უტრიალებს ამ სიმრგვალეებში, როგორიც ყოველთვის.
ხშირად მიფიქრია, რომ ვერაფერს გრძნობს, მაგრამ მე რა ჯანდაბად მატყვევებს მაშინ მისი თაფლისფერი თვალები ასე? იქ არსებული სიცარიელის მიუხედავად ზღვა ემოციას, რომ იწვევს ჩემში.

"არ შეგიძლია."

მშვიდად ამბობს.
უკან-უკან იხევს. თითქოს გაქცევას ცდილობს.
ამის საშუალებას არ მივცემ.
არ მივცემ უფლებას უსიტყვოდ წავიდეს.
როგორც იქნა ამ ხნის მანძილზე ნაგროვები გრძნობები, ერთი სიტყვით გადმოვეცი და ახლა დროა მანაც ილაპარაკოს.

Anger, Passion, Greed  Where stories live. Discover now