《》
ხშირად გვავიწყდება, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. მივყვებით დროის კალაპოტს, მისი დასასრული მირაჟს რომ დამსგავსებია და უიმედოთ ვცდილობთ, ამ მირაჟს მივწვდეთ.
ჩემთვის თეჰიონია მირაჟი.
ჩრდილოეთის ციალი და ამასთან კოსმოსში გაბნეული შავი ხვრელი.
მთელი სიჩქარით ვმართავ მანქანას და სწორედ ამ დასაწყისის პოვნას ვცდილობ ჩემს თავში. საერთოდ მავიწყდება ვინ ვარ, სიმართლე ითქვას დიდად არც მაინტერესებს.
მიზანი, დანიშნულების ადგილამდე სწრაფად მიღწევაა.
მე არ ვარ გამომძიებელი, არც სამართალს ვემსახურები და არც უსამართლობას, მე ახალგაზრდა ვარ მირაჟის ძიებაში და მლოცველი, რომ ეს მირაჟი საგამოძიებო განყოფილების, დასაკითხ ოთახში არ ვიპოვო.
გულის ცემის სიხშირე, სხეულის მთელს ფართობზე გზავნის ვიბრაციას და ხელების კანკალს, მხოლოდ საჭის მჭიდროდ დაჭერით ვაჩერებ.
მე იმდენად მჯერა ბედის, რამდენადაც უბედობის და თუ თეჰიონი ჩემი ბედია, მეშინია მისი გაქრობის.
მე უიმედოდ ვიყავი შეყვარებული და ახლად დაბადებული იმედი ბეწვის ხიდზე ჰკიდია.
განა შეუძლია ვინმეს დამადანაშაულოს, რომ მეშინია.
დიახ, მე ვკრთი ამ შიშისგან და თითქოს საქარე მინის გავლით, ჩემს სისუსტეს პირდაპირ თვალებში ჩავყურებ.
ხედები იცვლება.
გზის სავალი ნაწილი ხან ფართოვდება და ხან მცირდება.
მხოლოდ მიზანი რჩება უცვლელი და ის შემოვლითი გზები, რომლითაც განყოფილებაში სწრაფად მისვლას ვცდილობ, სრულიად უინტერესო ხდება ჩემთვის."თუ შეიძლება გამოატარეთ."
ასეთი ინტერესით, ნეტა ვის სახეს უთვალთვალებენ.
ბრმა სარკეთან ათამდე თანამშრომელი შეკრებილა.
თითქოს პირველად ხედავენ დამნაშავეს.
იქნებ ჩემი მირაჟი მართლა იქ ზის, მის ბრწყინვალებას კი თვალს უსწორებენ.
უმცროსი ოფიცერი მინის ხმას ვცნობ, მაგრამ მას ვერ ვხედავ.
მხოლოდ წინ ვიხედები და უხეშად ვცდილობ დავშალო, შეკრებილი საზოგადოება.
არავინ ათხოვა ყური მინის თხოვნას. მე კი უკმაყოფილოდ მიმზერენ, როცა მათ სარკიდან მოშორებას ვცდილობ.
VOUS LISEZ
Anger, Passion, Greed
Fanfiction2021/09/24_2022/01/15 მხოლოდ სამ ცოდვას ვაღიარებ: მრისხანება, ვნება, სიხარბე. მრისხანებამ მაქცია იმად, რაც ვარ. ვნებამ მაიძულა გამეგრძელებინა იმის კეთება, რასაც ჩავდიოდი. სიხარბემ არ მომცა საშუალება გამეშვი. როცა სამსჯავროზე წარვსდგები, ნუ მომთხოვთ...