《》
სიბნელით მოცულს, უკუნს შეჩვეულს, უბრალო ნათებაც კი გაშინებს. არავინ ფიქრობს თეთრსა და შავზე იდენტურად.
არავისთვისაა სიკეთე და ბოროტება ცნებები, რომელთა მნიშვნელობაზეც შეიძლება ყველა ერთნაირად ფიქრობდეს.
გახსოვთ, მოსემ რომ ებრაელები გაანთავისუფლა ეგვიპტის მონობიდან?
თუ არ იცით და არც არსად მოგიკრავთ ყური მე გეტყვით.
მთელი ცხოვრება რომ მონობაში გაატარეს და თავისუფლებაში გადარჩენას ხედავდნენ თითქოს, ორმოც წლიანმა მოგზაურობამ სინაის უდაბნოში, ისევ მონობისკენ უბიძგათ.
მათ მხოლოდ გადმოცემით იცოდნენ, თავისუფლების ფასი, თავის ტყავზე კი ისევ მონობას ამჯობინებდნენ. მიზეზი მარტივია, ვერ გაიაზრეს, ვერ გაისისხლგრძეგანეს, ვერ ისწავლეს ამით ტკბობა.
ბოროტების უსახო ჯურღმული, რომ ბავშვობიდან თან გსდევს, უბრალოდ არ იცი, როგორია სხვა ცხოვრება. გეშინია.
თუნდაც დადგეს შენს ცხოვრებაში ნათელი პერიოდი, შენ მაინც სიბნელისკენ გაქვს ლტოლვა.
ამბობენ, ფუფუნებას რომ გაუგებ გემოს, შემდეგ ორაგული ღორების საჭმელად მოგეჩვენებაო, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ეს ასე არ არის.
ჩემი ნათელი წერტილი, ერთადერთი სხივი, ჯონგუკის არსებობა გახდა და ამანაც იმდენად დამაფრთხო, იმდენად გამომფიტა, სუსტი და უუნარო გამხადა, წარმოდგენა არაა რთული რა მოხდება, თუ მის გვერდით მეტ დროს გავატარებ.
სხვანი იტყვიან, ისაა გადარჩენა.
კიდევ სხვანი დაამატებენ, შენ შეგიძლია თეჰიონ.
მაგრამ აბა შემომხედეთ, ვგავარ კი იმ ადამინს ვისაც, საკუთარი ეშმაკების დამარცხება შეუძლია?
თუნდაც მის გვერდით, მე ისევ იმ დემონად ვრჩები, რაც ვარ და ამით მასაც ვაუბედურებ.
არც კი იცით, რამდენჯერ წარმომიდგენია მისი უსულო სხეული და ამ ფიქრებში ყველაზე მეტად რაც მაფრთხობს, ეს მიზეზია.
მის დღეთა შემოკლების მიზეზი მე გავხდები, თუ სწრაფად არ მოვუღებ ჩემს თავს ბოლოს.თუ კიმ თეჰიონი არის მხეცი, ეს ნიშნავს, რომ მას არ სჭირდება მიზეზი მოსაკლავად.
ის უბრალოდ იკმაყოფილებს სურვილს და ეს სურვილი, მას ყველაზე ძვირფასის დაღუპვამდე მიიყვანს.

YOU ARE READING
Anger, Passion, Greed
Fanfiction2021/09/24_2022/01/15 მხოლოდ სამ ცოდვას ვაღიარებ: მრისხანება, ვნება, სიხარბე. მრისხანებამ მაქცია იმად, რაც ვარ. ვნებამ მაიძულა გამეგრძელებინა იმის კეთება, რასაც ჩავდიოდი. სიხარბემ არ მომცა საშუალება გამეშვი. როცა სამსჯავროზე წარვსდგები, ნუ მომთხოვთ...