《ჯონგუკი》

321 74 9
                                    

《》

  სადღაც ბურუსში გახვეული, დახეტიალებს ჩემი გონება. ხმები ამ ბურუსიდან, გაურკვეველი და ჩუმია. გაუგებარი, აზრს რომ ვერ დაატან ისეთი. თავს გამოფხიზლებას ვაიძულებ და გახელილ თვალებს მაშინვე ვხუჭავ. მკვეთრი განათება ხედვას მიჭრის. ზედმეტი სითეთრე მაბრმავებს.

"გონს მოვიდა."

ჩამესმის ხმა. თითქოს აღფრთოვანებით, რომ უყვირის ვიღაც სხვას.
თავზე ნაცნობი სახეები დამტრიალებენ. წუთის შემდეგ, როცა თვალებს უფრო ფართედ ვახელ, თითოეულის სახეს ვცნობ. ყველაზე შეშფოთებული უმცროსი ოფიცერი მინი დამყურებს.
ვუღიმი.
მისი სახის გამომეტყველებაზე მეღიმება.

"არ შეშინდეთ ბიჭებო, ჯერ ცოცხალი ვარ."

ვცდილობ გავიხსენო, რატომ აღმოვჩნდი იქ სადაც ვარ. დიდი ალბათობით საავადმყოფოს, პირველადი დახმარების განყოფილებაში.
ვცდილობ მოვიგონო ფიქრები, რასაც გონების გაკარგვის მომენტში გადიოდა ჩემი ტვინის უჯრედები, მაგრამ ის საბურველი, რომელიც გამოფხიზლებამდე ეხვია ჩემს გონებას, ისევ არ დაწმენდილა ბოლომდე.

"ანალიზები ნორმაში აქვს, დიდი ალბათობით გადაღლილობის ბრალია."

საწოლზე წამომჯდარს, თეთრხალათიანი ქალის ხმა ჩამესმის.
საერთოდ არ მაინტერესებს, რას ამბობს ჩემი ჯანმრთელობის შესახებ.
ისიც ატყობს ალბათ, რომ ჩემი ინტერესი მისი სიტყვების მიმართ მინუსებში გადადის, ასე რომ არც მიყურებს. ჩემს კოლეგებს ესაუბრება და უხსნის, რამდენად მნიშვნელოვანია გონების დასვენება და განტვირთვა ჩემთვის.

ისინიც თავს უკრავენ ექიმის მითითებებს და პირობას აძლევენ, რომ პირადად იზრუნებენ  ჩემი დასვენების საკითხზე.

ხო როგორ არა, ვითომ და მე ასე მარტივად დავრთავ ნებას ის გამიკეთონ, რაც მოესურვებათ.
თუმცა თავის მიხედვის პირობას მაინც ვდებ საავადმყოფოდან გამოსვლისას, სხვაგვარად კიდევ სამი დღე დამაყოვნებდნენ იქ.
ვიტამინებიო, გამაჯანსაღებლებიო და არც კი ვიცი, რამდენი რამის შეშვებას აპირებდნენ ჩემს ორგანიზმში.

Anger, Passion, Greed  Where stories live. Discover now