《შეყვარებული》

496 85 14
                                    

《》

წითელი შუქით განათებულ ოთახში ფეხარეული დავდივარ.
საქმე მაქვს, მაგრამ მაინც საქმეს ვეძებ.
ქიმიკატებით სავსე ჭურჭელს დავყურებ და ველოდები დროის გასვლას ფოტოს ფურცელი, რომ იქედან ამოვიღო.
ასე ხდება.
მასთან შეხვედრა ცხოვრების კალაპოტიდან მაგდებს და შემდეგ საათები, დღეები, შეიძლება კვირებიც შეიძლება მოვანდომო იქ დაბრუნებას.
ხშირად ვფიქრობ, მაშინ უნდა მომეკლა, როცა შევხვდი, მაგრამ შემდეგ ტკივილი ძლიერად მიჭერს მკერდთთან.

ჩემს ცარიელ ცხოვრებას მხოლოდ ის და მხოლოდ ეს...

აი მზადაა გასაკიდებლად...

ფრთხილად ვიღებ ფურცელს და თოკზე საკიდით ვამაგრებ.
წითელი შუქი და გამადიდებელი შუშა პირდაპირ ემიზნება ობიექტს მე კი ისევ მოლოდინის რეჟიმში, ამჯერად გულხელდაკრეფილი ვდგავარ და თვალების დაუხამხამებლად, თითქოს სუნთქვის გარეშეც ვაშტერდები, როდის გამოისახება ფოტოზე სილუეტი.
გაწყვეტილ ფიქრებს ვუბრუნდები.
ცარიელ ცხოვრებაზე არ ვფიქრობდი წამების წინ?
ნელ-ნელა სიცოცხლეს იძენს ცარიელი ქაღალდი და ლამაზი სახე, უკვე უსიცოცხლო გამომეტყველებით მიმზერს იქედან.
დიახ, მხოლოდ ის და მხოლოდ ეს ფოტოები ხდის სავსეს.
გაშრობაღა აკლია ფოტოსურათს და კუთვნილ ადგილს დაიკავებს კედელზე.
ბოლოჯერ ვუღიმი ამ სახეს და წითლად განათებული ოთახის კარს ზურგსუკან ვიხურავ.

ცივი რძე ყელს და გონებას ერთდროულად მიგრილებს.
თუმცა ამ ტრანსიდან, მისი სახელი რომ ჰქვია, ალბათ მომდევნო რამდენიმე დღე ვერ გამოვალ.

დღეს მძიმე დღე ჰქონდა.
ეს სიმძიმე მის თვალებსაც ეტყობოდა და ხანდახან არც კი მჯერა ამას რომ ვფიქრობ, მაგრამ მამწუხრებს ეს ფაქტი, რადგან ვიცი მიზეზი მისი სიმძიმის.

ძალიან გვიან გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში.
ამაზე გვიან უკვე არაფერი მოხდება.
ნეტა ისევ შემომხედავს ზრუნვის თვალებით, როცა...
ან მაშინ თუ შემომხედავდა, სისხლიანი რომ ვეგდე ქუჩაში.
თუნდაც მაშინ, ფსიქიატრიული საავადმყოფო რომ დავტოვე.
ახალი იდენტობის მიღება არ იყო იოლი, მაგრამ იმაზე რთული არ ყოფილა, ვიდრე ამ იდენტობით ცხოვრება გახდა მის გვერდით.

Anger, Passion, Greed  Место, где живут истории. Откройте их для себя