《თეჰიონი》

361 81 8
                                    

《》

  ახლა, როცა უკვე ძალიან გვიანია.
ახლა, როცა დაიწყებს თოვას.
ახლა, როცა შექუბრულ ღრუბლებში, მზის სხივიც კი არსად მოსჩანს, მის თავს ვგრძნობ მკერდზე, მშვიდად რომ  სძინავს.
განა შესაძლებელია ამდენად უშფოთველად გეძინოს ჩემს მკლავებში?
განა დასაშვებია, იმის შემდეგ რაც გავაკეთე, რაც მას გავუკეთე, ისევ გიყვარდეს ჩემნაირი ადამიანი?

თეთრად გადათენებულ ღამეში, უცნაური არაფერია. განსაკუთრებით, როცა საქმე მე მეხება, თუმცა ეს ხედი ჩემს წინ, მთელ ღამეს რომ ჩრდილოეთის ნათებასავით ალამაზებდა, უცნაურია აბა რა არის?
მთელი ღამეც კი არ იყო საკმარისი, მისი ცქერით დავკმაყოფილებულიყავი, მთელი ცხოვრებაც არ იქნება, ამის მჯერა.
ეს წუთები, ნეტარი და ტკბილი, მხოლოდ ერთ სიცოცხლედ ღირს და მე ეს სიცოცხლე, არაფრად მიღირს, მის გარეშე.

მიუხედავად ამისა, მისი არსებობაც კი არ ავსებს ჩემს სულს, განა იმიტომ რომ ის არ არის საკმარისი? არა, იმიტომ რომ მე ვარ ზედმეტად ცარიელი.
ვერც ერთმა სულმა, ვერ შემივსო ეს სიცარიელე. ვერ მომიკლა წყურვილი.

მას ჩემი გადარჩენა შეეძლო, მაგრამ ძალიან, ძალიან გვიანია.

ისევ მის სახეს დავყურებ, რამდენადაც შემიძლია. მხოლოდ მარცხენა პროფილის ნაწილს. ოდნავ შეღებულ ბაგეებს, ყველაზე კარგად ვხედავ.
მასზე მოხვეულ ხელს ოდნავ ზევით ვწევ და საჩვენებელი თითით, მის ტუჩებს ვეხები.
როგორ შემეძლო მეფიქრა, რომ ის არავინაა.
მით უფრო მისთვის მეთქვა ეს სიტყვები. იმაზე მეტი ტკივილი მიმეყენებინა, ვიდრე ამას საჭიროება მოითხოვდა.
უნდა შევძულებოდი.
ჩემს საქციელს ვამართლებ.
სიმართლე კი ისაა, რომ ყველაფრის გამართლება შემიძლია, გარდა მასთან დაშვებული შეცდომებისა.
გარდა იმ დაკარგული წლებისა, როცა ჯერ კიდევ მისი მოკვლის აზრები მიტრიალებდა გონებაში.
ის ყოველთვის ჩემთან იყო თითქოს, მე კი მხოლოდ უკან ვიყურებოდი.
უკან გახედვას კი მარილის სვეტობა მოჰყვება.
შენ ერთ ადგილს ეჯაჭვები. უიმედო და უხეირო ხდები.

Anger, Passion, Greed  Where stories live. Discover now