《ჯონგუკი》

366 75 22
                                    

《》

ის წავიდა და სიცარიელე დატოვა ჩემში.
გარბის, ამის მჯერა.
თავის თავს გაურბის, თუ მე, ამის გარკვევა  მიჭირს.
გამეფიქრა ავდევნებოდი, მაგრამ მისი თვალები ისევ კარიდან მიმზედნენ თითქოს.
ცივი, უხეში, საშიში თვალები.
არავინ ხარ_სიტყვები ექოდ შემოენახა სახლის კედლებს და მე ისევ მტკივა, როგორც მტკიოდა ამ სიტყვების პირველად გაგონებისას.
არ მჯერა, თუ არ მინდა დავიჯერო მათი ჭეშმარიტება.
მაშინ ის აფეთქება რა იყო?
რატომ ზრუნავს ჩემზე?
რატომ მეუბნება, რომ მერე უფრო გამიჭირდება?
სულ ერთი რომ ვიყო, ბოლომდე მიენდობოდა ინსტიქტებს და ეს ინსტიქტები მასშია, მე ეს დავინახე. მე ეს ვიგრძენი.

აღარ შეხვედრის მოთხოვნას უკვე სინანულით ვიხსენებ, მაგრამ არ მგონია მასთან კვლავ შეხვედრა საღი აზრის მოკრებაში დამეხმაროს.
ცოტას შევიცდი.

მას ჩემთვის არასდროს მოუცია იმედი. არც სითბო უგრძნობინებია ოდესმე.
ეს მე მივეჯაჭვე.
მე შევასხი ხოტბა, მე ვარ ის ვინც დავირწმუნე თავი, რომ მისთვის ძვირფასი ვარ.
გულუბრყვილო ვარ, იდიოტი, მაგრამ მე ამის მაინც მჯერა.

ფიქრები მის იარებზე გამექცა. გულს მიკლავს და საკუთარ სხეულზე ვგრძნობ მათ სიმწარეს.
იმ ბოროტების შემეშინდა მაშინ და ახლაც, როცა ვიხსენებ მის თვალებში ჩამდგარ დემონურ ძალას, მაჟრიალებს.
განა შეუძლია იყოს ასეთი წმინდა და ამდენად ცოდვილი?
ეს მკვლელის თვალებია.
უამრავჯერ ჩამიხედავს მათ თვალებში და ვიცი, როგორ გამოიყურებიან ისინი.
დაუნდობელი ნადირის თვალებია, რომელიც აუცილებლობის გამო კი არა, ჟინისთვის კლავს.
მისი ღიმილი ამოტივტივდა გონებაში და გულის აჩქარება ისევე ვიგრძენი, როგორც ამერიკულ გორაკებზე გრძნობს სხეული.
ადრენალინი დააწვა მკერდს და მგონია გაგლეჯს.

იმდენად ვარ ჩაძირული საკუთარ თავში, იმდენად დამრია ხელი გრძნობებმა, მიჭირს გამოვერკვე.
მიჭირს ცივი გონებით განვსაჯო.
და ეს არ იყო, რასაც დღევანდელი ღამისგან მოველოდი.
ყოველივე ამის გამოცდას ისევ სჯობდა, ჩემს გვერდით მჯდარიყო ახლა და ისეთივე უემოციო სახით ესმინა ჩემთვის, როგორც ყოველთვის აკეთებდა ამას.

Anger, Passion, Greed  Wo Geschichten leben. Entdecke jetzt