《》
იმ ერთადერთ ფოტოს ვუყურებ, ჯონგუკმა რომ მისახსოვრა.
ის დღე მახსენდება სანაპიროზე.
ჯერ კიდევ შეუმშრალი სისხლით ხელებზე, რომ შევხვდი მას და მაშინვე ვიგრძენი მთელი ამ სიბინძურის ჩამორეცხვა ჩემი სულიდან.
ის მკურნავს, მე კი ვაავადებ.
ვიცი, ყველაზე დიდ ბოროტებას ჩავდივარ, რაც კი ოდესმე გაუკეთებია ჩემს ხელებს, მაგრამ მე მას ბედნიერებას დავპირდი.
საკუთარ თავსაც დავპირდი, რომ შანს მივცემდი ანგელოზობისკენ.
ჩემივე ფოტოზე თითს ვატარებ, სახე არ ჩანს. მხოლოდ ხედი და ჩემი ზურგი.
მახსენდება მისი მრგვალი თვალები და ბავშვური გამოხედვა ყოველ ჯერზე, როცა უარს ვეუბნებოდი ფოტოს გადაღებაზე.
მიხსნიდა, რომ ფოტოები მოგონებებია. კადრები, რომელიც შეიძლება ვერც კი დაიმახსოვროს ჩვენმა გონებამ. ყოველი წამი, გვიღდგება გონებაში, როცა კონკრეტული დღის, ერთ ფოტოს ვაინც დავხედავთ.
კი, ეს შეგრძნება ვიცი.
როცა მათ ფოტოებს ვუყურებდი, ნათლად ვიხსენებდი ყველა დეტალს მკვლელობის დღიდან.
დღეს კი როცა ისინი ჩემთან აღარ არიან, თითქოს უფერულდება მოგონებები მათ შესახებ.
ცუდი შედარებაა, ვიცი.
ყველა მხოლოდ თავისი გამოცდილებით საუბრობს, რა ვქნა ეს მე არ დამიდგენია.
საბოლოოდ რომ გადაეწურა ჩემთან ფოტოს გადაღების იმედი, მეორე დღესვე ეს სურათი მაჩვენა. თურმე დიდი ხანია საიდუმლოდ ინახავს საკუთარ ტელეფონში."გინდა მხოლოდ ეს მოგონება დარჩეს?"
მითხრა გულდაწყვეტით.
"მინდა."
არც კი შევხედე, ისე ვუპასუხე.
"მინდა, მხოლოდ ეს გახსოვდეს. თეჰიონი, ლი თეჰიონი. რომელიც მხოლოდ თამაშების შექმნით იყო დაკავებული."
ალბათ მიხვდა, რას ვგულისხმობდი. ხელები მჭიდროდ მომხვია და თავი ჩემს ზურგზე დაასვენა.

YOU ARE READING
Anger, Passion, Greed
Fanfiction2021/09/24_2022/01/15 მხოლოდ სამ ცოდვას ვაღიარებ: მრისხანება, ვნება, სიხარბე. მრისხანებამ მაქცია იმად, რაც ვარ. ვნებამ მაიძულა გამეგრძელებინა იმის კეთება, რასაც ჩავდიოდი. სიხარბემ არ მომცა საშუალება გამეშვი. როცა სამსჯავროზე წარვსდგები, ნუ მომთხოვთ...