《თეჰიონი》

396 80 32
                                    

《》

 

თეატრის პატარა სცენას ჰგავს ჩემი ცხოვრება. მართალია არასდროს მინახავს სპექტაკლი, მაგრამ ერთხელ სადღაც მოვისმინე მცირე სცენის შესახებ და იმ წამშივე, საკუთარი ცხოვრება დამიდგა თვალწინ.
იოლად გავავლე პარალელი და მას შემდეგაა ჩემი პატარა სცენის, დიდ რეჟისორად წარმომიდგენია თავი.
თავად ვქმნი, თავად ვთამაშობ და მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი სპექტაკლი არ არის გამორჩეული, მას განსაკუთრებულს განსხვავებული მსახიობები ხდის.
სხვადასხვა სახე.
სხვადასხვა ისტორია, რომელიც არც კი მომისმენია არასდროს.

ჩემს გემოზე მქონდა დალაგებული ყველა დეტალი მუდამ.
საქმეს ადვილად ვუთავსებდი, პირად მიზნებს და მეტიც, ჩემი საქმე დამეხმარა ამ ინტიმური მიზნების რეალობად ქცევაში.
მხოლოდ ორი წლის წინ იცვალა გზამ ფორმა. უფრო გაფართოვდა.
ახალი პერსონაჟი შეემატა ჩემს თეატრს და სამუდამო ადგილი დაიკავა იქ.
თავისი როლი კარგად მოირგო.
ისე რომ ვერც კი აცნობიერებს, დიდი საქმის ნაწილადაა ქცეული.
თავიდან დავცინოდი.
მასთან საუბარი მართობდა.
მებრალებოდა.
ფურთხის ღირსადაც არ მიღირდა მისი ცხოვრება, რადგან მე ვიყავი ის, ვინც მართავდა მის ნერვულ დაბოლოებებს. მე ვიყავი ის, ვინც თავის სასურველ მელოდიაზე აცეკვებდა მას.
მაგრამ ეს შეგრძნებები ერთ დღეს შეიცვალა.
მოულოდნელად.
იმ დღეს საკუთარი თავი შემეცოდა, ამ უკანასკნელი მიზეზების გამო, რადგან ის იყო, ვისაც ამას ვუკეთებდი.
რადგან ის იყო, ის ერთადერთი ვინც ჩემში ემოციები ააღელვა.
ყველას ჩვენი შედარების საზომი გვაქვს.
ჩემი საზომი კი სისხლს და მას შორის აკეთებდა შედარებას.
მისი ღიმილი სისავსეს იწვევს ჩემში. მისი გულწრფელი საუბარი, თავს ადამიანად მაგრძნობინებს. სიამოვნებას, რასაც მასთან ახლოს ყოფნის დროს განვიცდი, ვერ შეედრება ათასი ადამიანის სისხლი.
ვერ შეედრება გენოციდი, რომლის მოწყობასაც ვგეგმავდი.
რაც დრო გადის, ახალი შეგრძნებები იღვიძებს ჩემში.
დანაშაულის გრძნობა.
თავს დამნაშავედ ვგრძნობ მის წინაშე.
არამც თუ გარდაცვლილთა წინაშე.
არამც თუ ახალ მსხვერპლთა წინაშე.
ყველა, ყველა იმსახურებს სიკვდილს.
ყველა მის გარდა, მაგრამ მაინც მე ვიქნები ის, ვინც მის გულს მოკლავს.
მაპატიე.
სხვა არავინ იქნება, ვინც ამას შეაჩერებს.
შენ რომ არა მე არასდროს გავჩერდებოდი.

Anger, Passion, Greed  Where stories live. Discover now