《》
წყლის ხმა და თოლიების გნიასი ცაში. მზის ჩასვლის ფონზე, ახლად დაწყებულ ზაფხულს, მხოლოდ ერთი დეტალი აკლდა თითქოს სრულყოფილებისთვის და როცა შორიდან დავაკვირდი პეიზაჟს, ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი, ძიების პროცესში დაკარგული დეტალი აღმოვაჩინე.
ის ჩემს წინ იდგა. მხოლოდ ზურგს ვხედავდი და ლამაზად აშლილ გრძელ თმას. სწორედ ამ ნიავში მოშრიალე თმა სძენდა სრულყოფილებას, აქაოდა ისედაც სრულყოფილ სურათს.ტელეფონი მოვიმარჯვე, კამერას სწორედ ეს სრულყოფილება დავანახე და თითის ერთი დაჭერით აღვბეჭდე. ყველაფერი იგივე იყო ფოტოზე, მაგრამ მაინც ვერ შეედრებოდა ცოცხალ ხელოვნებას, რომელზეც ვფიქრობდი, რომ ვერც ერთი ხელოვნების დარგი, შეძლებდა მის სრულფასოვნად გადმოცემას.
ფოტოს გადაღების ხმაზე გამოიხედა. ისევ მშვიდი, უშფოთველი გამომეტყველებით.
როგორ მინდოდა ჩემთვის ერთხელ მაინც გაეღიმა.
წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ამ სახეზე ღიმილი.
ტუჩებს ბრეცდა, ამას ვუთვლიდი გაღიმებად, რადგან სხვა ღიმილი უბრალოდ არ არსებობდა.
მეგონა არ შეეძლო.
ერთხელ ვკითხე_რატომ არ იღიმი?_მან კი ისევ ტუჩები მობრიცა, ააცმაცუნა ოდნავ და თქვა:_მგონია ღიმილი ბედნიერებას ნიშნავს, მე კი ბედნიერი არ ვარ.
გული მეტკინა.
იმ დღის შემდეგ, მისი ბედნიერება ჩემს პრიორიტეტად იქცა, თუმცა ორი წლის მანძილზე, ერთხელაც ვერ შევძელი მისი გაღიმება."ფოტო გადამიღე?"
ეჭვნარევი კითხვა მაფხიზლებს. ფიქრებმა გამიტაცეს, შეიძლება მისი სახეა მიზეზი. მასში ხომ ყოველთვის ვიძირები.
"შენ არა, პეიზაჟს."
ურცხვად ვცრუობ, რადგან ვიცი, არ მოეწონება ფოტოს გადაღების იდეა.
"გეგონება პირველად ხედავდე მზის ჩასვლას."
მხრებს ათამაშებს და ისევ წინ იყურება. გულში მეცინება.
ბავშვი, ისე უყურებს ხედს მის წინ, თითქოს პირველად ან უკანასკნელად ხედავდეს და მე მეუბნება?
BẠN ĐANG ĐỌC
Anger, Passion, Greed
Fanfiction2021/09/24_2022/01/15 მხოლოდ სამ ცოდვას ვაღიარებ: მრისხანება, ვნება, სიხარბე. მრისხანებამ მაქცია იმად, რაც ვარ. ვნებამ მაიძულა გამეგრძელებინა იმის კეთება, რასაც ჩავდიოდი. სიხარბემ არ მომცა საშუალება გამეშვი. როცა სამსჯავროზე წარვსდგები, ნუ მომთხოვთ...