《》
ჩემი დაბადება იყო უსამართლო, მაგრამ სიკვდილი, სამართლიანობის ზეიმი იქნება.
მე დავიბადე გაყინულ კედლებში, მაგრამ გარდაცვალება იქნება თბილი.
დაბადებისას ჟანგბადს ითხოვდა სხეული, მაგრამ ახლა უკან ვაბრუნებ თითოეულ გრამს.
ისე რომ არ ვტირი, ისე რომ არ ვითხოვ, უბრალოდ გავცემ და ეს ბედნიერებაა.
ჩემი არსებობა არ იყო სასიხარულო, არც გაქრობა იქნება ტრაგედია.
მეტი წილი, ნაკლები სევდა.მე ვიცხოვრე, როგორც არ უნდა იცხოვრონ სხვებმა.
მაგრამ მე ვკვდები, როგორც ისურვებდა ბევრი.
ღიმილით სახეზე, სინანულის გარეშე.მე მიყვარდა და მე სიყვარულით ვასრულებ ჩემს გზას, იმის მიუხედავად რომ სიძულვილი იყო ჩემი გზამკვლევი.
მე ვუყვარდი და სიყვარულით გამაცილებენ ბოლო ბილიკზე. მერე რა, რომ მხოლოდ ერთი დამიტირებს.ისინი კვლავ გამოჩნდნენ. ისინი მითხოვენ.
მათ უხარიათ ჩემი დანახვა.
ისინი მიღიმიან, მეც ღიმილით მივდივარ მათკენ.ჩემს წინ ხახადაღებული ურჩხული დგას, მაგრამ ამ ურჩხულს სევდიანი თვალები აქვს.
თითქოს ხრამია სკამიდან იატაკამდე და ეს თოკიც სარწეველა სკამივით მიმზერს.ამბობდნენ სიკვდილის წინ მთელი ცხოვრება თვალწინ გირბენსო, ვინ მოიგონა ნეტავ ვიცოდე.
მხოლოდ მის სახეს ხედავს ჩემი დახუჭული თვალები, ალბათ იმიტომ რომ ის არის მთელი ჩემი ცხოვრება?
სიკვდილისთვის მინდობილი კაცის ნაბოდვარს ნუ მოუსმენთ.
არ მისმინოთ და არც გული დაგწყდეთ.
საიდან ამხელა ამბიცია კიმ, აბა ვის უნდა დაწყდეს გული.გგონიათ ცოდვების შენდობას გთხოვთ? არა.
ჩემი ცოდვა მხოლოდ მისთვის ტანჯვის მოვლენაა და ამ ცოდვისთვის უკვე ვაგებ პასუხს, რადგან არ შემიძლია მასთამ ვიყო.
ერთადერთთან, ვინც ჩემი სიცოცხლის ხაზზე ფერად საღებავში ამოვლებული ფუნჯებით დაიწყო ხატვა.
STAI LEGGENDO
Anger, Passion, Greed
Fanfiction2021/09/24_2022/01/15 მხოლოდ სამ ცოდვას ვაღიარებ: მრისხანება, ვნება, სიხარბე. მრისხანებამ მაქცია იმად, რაც ვარ. ვნებამ მაიძულა გამეგრძელებინა იმის კეთება, რასაც ჩავდიოდი. სიხარბემ არ მომცა საშუალება გამეშვი. როცა სამსჯავროზე წარვსდგები, ნუ მომთხოვთ...