《თეჰიონი》

334 68 15
                                    

《》


ეს სახლი, ყოველთვის ისეთი ცარიელი იყო, მის სიცარიელეს ვერა სულიერი რომ ვერ შეავსებდა და ახლაც, ახლაც ცარიელია მისი შიგთავსი.
მარტოდ-მარტო, ისევ მარტო ვდგავარ შუაგულში და ადგილზე ვტრიალებ. მინდა სისავსე ვიგრძნო. მინდა მასთან ერთად გატარებული ღამისგან ამოტივტივებულმა მოგონებებმა მაინც შემივსოს ეს სიმარტოვის გრძნობა, მაგრამ თუ არ არის ის, მხოლოდ მოგონებები, ვერ ახერხებენ ჩემში ეს გრძნობა აღძრან.
საცოდავად მეღიმება.
მისი წარმოდგენა ისევ იმ დივანზე, მისი სხეულის სითბოს კვლავ განმეორება ჩემს გონებაში, მხოლოდ უჩვეულო, უფრო მეტ სიცარიელეს მიტოვებს სხეულში და სიბრალული ჩემი თავის მიმართ ორმაგდება.

რაც უფრო ახლოვდება დასასრული, მით უფრო ვაჭიანურებ მას.
თუ სიცოცხლის სურვილი ესაა, მაშინ მე მსურს ვიცოცხლო.
მინდა სხვაგვარი იყოს ჩემი წარსული და არანორმალური სურვილი მიჩნდება, ჩემი ბავშვობა მეც იმ ბავშვებივით გამეტარებინა, დღეს რომ ვიხილე პარკში.
უსამართლობაა, ზოგი რომ ძალიან ბედნიერია, ზოგი კი გაბოროტებამდე უბედური.
უსამართლობაა, როცა საზღვარი მხოლოდ უბედურებასა და ბედნეირებას შორის არსებობს.
უსამართლობაა, როცა გტკივა და მაინც იღიმი და როცა გინდა იღიმოდე, მაშინ ცრემლებს ღვრი.
უსამართლობაა სიცოცხლის წლებში, მხოლოდ ავი მოგონებები, რომ გესხმიან თავს.
უსამართლობაა, ამდენ ხანს სხვისი ცხოვრებით რომ ცხოვრობ და მხოლოდ სხვისი ცოდვებით იკვებები.
ჩემს ირგვლივ მხოლოდ უსამართლობაა და მაშინ, როცა სამართლიანობის გზებს ვეძებ, ისევ უსამართლობა მეჩეხება თვალებში.
ამ გზაზევე ვპოულობ საკუთარი სამართლის არასწორ მიმართულებას და ესეც უსამართლობაა, რომ მის გაცნობამდე ვერ მივხვდი ამას.

თუ სხვა ცხოვრება არ გაქვს ნანახი, უბრალოდ ვერ შეძლებ გაარკვიო, რა არის კარგი და როცა მხოლოდ ბოროტებას ქმნის შენი ხელები, ამ ქაოსში ის ნათელი სხივიც უნდა დათმო, ვინც გაიძულა გამოღვიძება.

Anger, Passion, Greed  Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ