《ჯონგუკი》

379 62 12
                                    

《》

  ყველა ზღაპარი, რასაც ბავშვობაში მიკითხავდნენ იმის შესახებ იყო, როგორ დაამარცხა ბოროტება, სიკეთემ.
როგორ გაიმარჯვა, სიყვარულმა სიძულვილზე და ყოველთვის მჯეროდა, რომ ბნელი შეიძლებოდა გამხდარიყო ნათელი.
აინშტაინმა თქვა:"არ არსებობს სიბნელე, ეს მხოლოდ სინათლის ნაკლებობაა." მე კი მთელი გულით მჯეროდა, არ არსებობდა ბოროტება, რადგან ეს მხოლოდ მდგომარეობა იყო, სადაც ადამიანები სიკეთის ნაკლებობას განიცდიდნენ.
როცა გავიგე, როგორ დაიღუპა სინამდვილეში ჩემი ბიოლოგიური მამა, ვბრაზობდი. ვბრაზობდი იმდენად, მიფიქრია კიდეც, მოვკლავდი იმ ადამიანს, ვინც ეს ჩაიდინა.
შემდეგ კი უბრალოდ გავიზარდე.
გავიზარდე ისეთი, როგორიც ვარ.
ვიქეცი ადამიანად, როგორიც მინდოდა ვყოფილიყავი.
სასაცილო იქნებოდა ჩემის მხრივ იმაზე ფიქრი, რომ დამნაშავეთა დაჭერით მათ სწორ გზაზე დაყენებას შევძლებდი, მაგრამ გულის სიღრმეში ალბათ ამ ბავშვური ფიქრისაც მწამდა.
ყოველი ახალი დანაშაულის გახსნისას ჩემთვის ვფიქრობდი_აი კიდევ ერთხელ გაიმარჯვა სიკეთემ ბოროტებაზე.
კმაყოფილი ჩავყურებდი თვალებში სასჯელმისჯილებს. ვიღიმოდი, არა იმიტომ რომ მათი ტანჯვა მახარებდა, არემედ იმიტომ რომ სამართლიანობა აღსრულდა და ამის მონაწილე ვიყავი.
სამწუხაროდ, არ მქონია შანსი პირადად შევხვედროდი მამაჩემის მკვლელს. ის იქამდე გარდაიცვალა, სანამ მე უნივერსიტეტში ჩავაბარებდი.
მაგრამ რომ მომეხერხებინა მასთან შეხვედრა, აუცილებლად ვკითხავდი_რატომ?
ალბათ მისგანაც იგივე პასუხს მივიღებდი, რასაც ყოველთვის ვიღებდი დამნაშავეებისგან, მაგრამ მაინც.

თეჰიონი არ იყო ჩემთვის ჩვეულებრივი მკვლელი.
მანამდეც არ იყო, სანამ მის იდენტობას გავიგებდი.
მას შემდეგ კი რაც მისი აცდენილი გზის შესახებ გავიგე, უბრალოდ მივხვდი. ის იყო ადამიანი, რომელიც იმსხვერპლეს გარემოებებმა.
ის არ იყო ბოროტი, მიუხედავად იმისა, რომ ამის დამტკიცებას ცდილობდა.
ის იყო შეშლილი, შეშლილი სამართლით და მე არ შემეძლო მისთვის დამნაშავე მეწოდებინა.
ის არის ადამიანი, რომელიც მიყვარს.
ის არის ბოროტი გმირი, რომლის ცხოვრების ისტორიაც არავის აინტერესებს.
ყველა ისტორიას ჭირდება პერსონაჟი, რომლითაც გამართლდება ყველა ცუდი. რომლითაც ახსნას მისცემენ, ყველა კარგს.
სხვების თვალში სწორედ ასეთი პერსონაჟია თეჰიონი, მაგრამ არა ჩემთვის.
მის ქმედებას არ ჭირდება სიღრმეები, ის ხომ ყოველთვის მსმენელს ითხოვდა.
ყოველთვის სურდა, მისთვის გაეგოთ.

Anger, Passion, Greed  Where stories live. Discover now