《》
ყველანაირი ადამიანური გრძნობა ერთიანად იღვიძებს ჩემში.
არც კი მეგონა, ამდენ ემოციას, ერთდროულად თუ შეეძლო დატრიალება ადამიანის გონებაში.
სიხარულთან ერთად, შეიძლება გრძნობდე მწუხარებას?
სიცილთან ერთად, შესაძლებელია გინდოდეს ტირილი?
ერთი კვირაა განყოფილენიდან ცხვირი არ გამიყვია.
ლამის გამაგდონ სახლში და ყველა კითხვა, ვისი პირიდანაც არ უნდა იყოს დასმული ეს, ჭკუას მაკარგვინებს, მაცოფებს, მაღიზიანებს.
არასდროს მქონია მკვლელის ინსტიქტი, მაგრამ მგონი, რომ გამომიმუშავდა.
თითოეულის მოკვლა მინდა, ვინც ჩემი ოთახის კარს, თუნდაც იმის საკითხავად აღებს, რას ვისურვებდი სადილად.
და კითხვა_რამე ხომ არ გიპოვია?_საერთოდ ყველანაირ საზღვარსა და ბარიერს ანადგურებს, ლეწავს ჩემში.შვიდი დღე და ღამეა ჩავკირკიტებ მის გამოგზავნილ მსხვერპლთა ფოტოებს და წერილს.
ექსპერტიზამ, როგორც ყოველთვის ვერაფერი იპოვნა მათზე.
საგულდაგულოდ გაწმენდილ ფურცლებზე, მიმანიშნებელი კოდის ამოკითხვას ვცდილობ.
სამი დღეა მოთხოვნილი ინფორმაციაც დაემატა ჩემს საფიქრალს და დიახ, ყველაფერი ამის შეჯერებით, მე ბედნიერი ვარ და მე მტკივა.
მე ვდგავარ ღია სანაპიროზე, ძალიან ახლოს ოკეანესთან და მე მაშინებს ტალღების მოახლოვება.
მე არ მინდა ფეხი დამისველდეს, მაგრამ განა ეს შესაძლებელია, როცა ამდენად დიდ პირს გიღებს ოკეანის მლაშე წყალი.თვალებიდან არ ამომდის, უმცროსი ოფიცერი მინის სახე, როცა გაიაზრა, რომ პაკეტის დამტოვებელი, თავად "შეყვარებული" იყო. შიშმა აიტანა გახსენებაზე, რომ მასთან რამდენიმე წამიანი საუბარიც კი გააბა.
კამერებს ჩავკირკიტებდი, სანამ ოფიცერ მინთან ერთად ფოტო რობოტის შედგენას ცდილობდა ჩვენი მხატვარი.
მხოლოდ თვალები და ეს თვალები, ფოტო რობოტზე რომ არ გვეწვალა, ყველა კამერაში ჩანდა.
ESTÁS LEYENDO
Anger, Passion, Greed
Fanfic2021/09/24_2022/01/15 მხოლოდ სამ ცოდვას ვაღიარებ: მრისხანება, ვნება, სიხარბე. მრისხანებამ მაქცია იმად, რაც ვარ. ვნებამ მაიძულა გამეგრძელებინა იმის კეთება, რასაც ჩავდიოდი. სიხარბემ არ მომცა საშუალება გამეშვი. როცა სამსჯავროზე წარვსდგები, ნუ მომთხოვთ...