《ეპილოგი》

633 73 58
                                    

《სისხლიანი წვიმა》

ათნო სულს წაბილწავს უსამართლობის განცდა და თავად უსამართლობას წარმოქმნის მიამიტობა.

  თუ ფერადდება დღეები დარში, ქარი ამ ფერებს უმიზნოდ ფანტავს.
წვიმის წვეთები სრულად რეცხავს გაფანტულ ფერებს და მერე დარში, ისევ იწყება დღეების გაფერადება.

საკვირველია ჩემი სიმშვიდე და დაკარგული ფერების, დაბრუნების ლოდინი.
თითქმის ერთი თვე და ისევ ისე, უგონოდ, სიმშვიდით სახეზე. ორმაგ მინას ვშორდები. ისევე ვტოვებ, როგორც გუშინ დავტოვე, ან იმის წინ.

ნელი, მძიმე ნაბიჯებით მივუყვები საავადმყოფოს დერეფანს. ზედამხედველის შესახებ, მხოლოდ მაშინ მახსენდება, როცა ამბობს_"დღეს ბოლო სასამართლოა."

მთავარი მოწმე ვარ და თანამზრახველობაში ეჭვმიტანილი.
ნამჯუნმა სევდიანი სახით ჩამომართვა იარაღი და სამკერდე ნიშანი.
მტკიცებულებების არქონის გამო, პირობით გამანთავისუფლეს და თითქმის ერთი თვეა ზედამხედველის თანხლებით გადავადგილდები.

ოცდაშვიდი დღეა მის გამოფხიზლებას ველოდები. ჩემი მიზეზი, მისი თვალების ნახვაა.
გამომძიებლების მიზანი კი მისი აღიარება.
თუნდაც ეს, სულაც არ იყოს საჭირო.

ყველა თამაშის ასლის კომფისკაცია მოხდა და ახლა ისინი საწყობში ინახება, სადაც მისი ადგილია ნამჯუნის თქმით.
ის ბედნიერია და მეც ამისკენ მომიწოდებს.

დამცინავად მათვალიერებენ ყოფილი თანაგუნდელები.
არ ვიცი ამით რას ცდილობენ, მაგრამ არ მაღელვებს.

ყოველ ღამით, საკუთარ ოთახში განმარტოებული საბუთებს დავტირი, რომლითაც მე და ის უნდა გავცლოდით ამ ჯოჯოხეთს.

უსამართლობაა.
სიკეთისთვის ბრძოლა, ყოველთვის ასე რატომ სრულდება?

 

"მას ეს არ ჩაუდენია."

ერთი და იგივეს ვიმეორებ, უკვე მეხუთე მოსმენაა. მაგრამ დღეს დანარჩენებისგან განსხვავებით, საბოლოო ვერდიქტი გამოაქვს სასამართლოს.
მის გარეშე, ისევ უკუნში, როგორც ყოველთვის.

Anger, Passion, Greed  حيث تعيش القصص. اكتشف الآن