《თეჰიონი》

374 78 16
                                    

《》

   ლოდინის დღეები უსასრულოდ იწელება. ყოველ დღე ველოდები, როდის მოაღწევს ჩემამდე ახალი ამბები მკვლელის შესახებ, მაგრამ როგორც ყოველთვის პოლიცია დუმს. ისეა თითქოს არანაირი სიახლე არაა მკვლელობებთან დაკავშირებით, ისეა თითქოს ყველა მშვიდად სუნთქავს, რადგან მკვლელი ახალ ნაბიჯს არ დგამს.
ალბათ მხოლოდ ისაა მოლოდინის რეჟიმში ჩემსავით.
ალბათ მხოლოდ ის ზის მოუსვენრად ახლა თავის სამუშაო ოთახში და თუ მართლა ისეთი ჭკვიანია, როგორც მე ვფიქრობ, წერტილებს უკვე შეაერთებდა.
ჩემი საქმეც, ნამდვილი მეს საქმეც ცხვირწინ უდევს ალბათ.
უკვე ვძულვარ.
უკვე ნანობს.
უკვე სურს, რომ დანაპირები აასრულოს.
თვალებში ჩამხედოს, დაცინვით გამიღიმოს და მითხრას, რომ ჩემი დრო დასრულდა.
ვინ იცის, იქნებ კარზეც მომიკაკუნოს ხელბორკილებით.
ვინ იცის, იქნებ მართლსაჯულების აღსრულებამდე, თავად იპოვოს ჩემი სამართალი.
იქნებ შურისძიებაც სურს განვლილი წლების გამო.
მას უკვე პირადი მიზეზი აქვს.
არა, ის ასეთი არ არის.
შეიძლება ვძულდე, მაგრამ არასდროს გადაუდგება კანონს.
თავისი ხელით დამადებს ბორკილებს და მე ამ წამს, ისევ ველოდები.

თამაში, თამაშის სტადიაზე, თამაშითვე მორჩა.
საიდუმლო ალგორითმიც დატანებულია. მთავარი გასაღები, რითაც მოთამაშეები მის დასრულებას შეძლებენ.
პროქეტის დასრულებას მარტო ვზეიმობ.
შემეძლო ახლავე გამეღო ის კარი, თამაშს რომ დაასრულებდა საბოლოოდ.
მაგრამ მისი ნახვა მსურს.
მეშინია მისი სიძულვილის, მაგრამ უფრო შემეშინდება მისი სიბრალულის.
ის ადამიანია, ჩემგან განსხვავებით.

სხვაგვარი იყო გეგმა. კიდევ სამი გვამი უნდა ყოფილიყო ჩემს დაბადების დღემდე, სიმბოლურად.
ისე, როგორც ტორტის სანთლები, სურვილის ჩასაფიქრებლად.
მაგრამ მან დააკორექტირა ეს მიზანი, მე ეს მაშფოთებდა, მაგრამ ახლა მშვიდად ველოდები.

Anger, Passion, Greed  Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ