《ჯონგუკი》

310 69 18
                                    

《》

  მთელი დღე, ღამით ნანახ სიზმარზე ვფიქრობ. იმდენად მშვიდი იყო საღამო, იმდენად სასიამოვნო. ისეთი, როგორიც იყო ყოველი მასთან გატარებული წამი. ყოველგვარ უაზრო ფიქრს, რომ მიგდებს თავიდან მხოლოდ მისი დანახვა.
მოულოდნელად კი სიბნელემ შთანთქა ჩემი ქვეცნობიერი. იქ ვიყავი, ხელებს უსინათლოსავით ვაცეცებდი ღია სივრცეში, ირგვლივ კი არა თუ შუქი, საგანიც კი არ მოხვედრია ჩემს გაწვდილ მკლავებს.
არასდროს მეშინოდა სიბნელის, მაგრამ ეს სიბნელე საშიში იყო.
სხვანაირი სიბნელე, უკუნი და უფრო მეტად მიწოვდა. მთელს ჩემს არსებობას, თავის კლანჭებში აქცევდა. თვალი შეშინებულმა გავახილე. სხეული ცივი ოფლით მქონდა სველი. და არც ეს სიცივე ჰგავდა ჩვეულებრივს. არ ჰგავდა ზამთრის სუსხი, რომ გიყინავს ძვალს. არც გაზაფხულის სიგრილე ეთქმოდა. ეს სიცივე მარტოობის იყო და მეც მარტო ვიყავი, არც ისე დიდ საწოლში.

"თეჰიონ."

ჩემი აზრით ვიყვირე. ვფიქრობდი ბოლომდე დავძაბე ხმის იოგები, მაგრამ რამდენიმე წამში მივხვდი, რომ მხოლოდ საცოდავად ამოვიკნავლე რეტდასხმულმა.

საწოლს მარცხენა მხარეს ხელი გადავუსვი, მაინტერესებდა თბილი იყო, თუ არა. ზამთარში რთულია სითბოს შენარჩუნება, მაგრამ მაინც ვიმედოვნებდი, საწოლის ზედაპირს, ზეწარს ჩემს გვერდით, ჯერ კიდევ ჰქონდა შენარჩუმებული მისი სხეულის სითბო.

მტკივნეული სიცივე შეეჩეხა ჩემს ხელის გულს.
დაუფიქრებლად წამოვხტი. ჯერ კიდევ ბოლომდე გამოუფხიზლებელ გონებას, სიზმრით გამოწვეული შიშით დაბინდულ ტვინს ბევრი ფიქრი არ შეეძლო ნამდვილად. მხოლოდ ინსტიქტები და რეფლექსები აკეთებდა ჩემს საქმეს. ჯერ ისევ შიშველი გავვარდი მისაღებ ოთახში, სამზარეულოს რომ აერთიანებდა.  სახეზე მოწოლილ სიმხუევალეს, იმედის და სიხარულის ცრემლი ამშვენებდა უკვე.
თეჰიონი იქ იდგა, სამზარეულოს ზედაპირზე მშვიდად ჭრიდა ბოსტნეულს. მშვიდადვე სუნთქვდა, მოშვებული მხრები ოდნავ ერხეოდა ხელის მოძრაობის გამო.
ის სიბნელეც გაიფანტა, სიზმრად ნანახი.
ის სიცივე, ამდენად რომ მწვავდა.
მხოლოდ ის იყო და მე, ისევ შიშველი, საბრალო თვალებით რომ ვუმზერდი უკნიდან.

Anger, Passion, Greed  Donde viven las historias. Descúbrelo ahora