《》
გრძნობდე ხორციელ სიამოვნებას, ეს შორეული, თითქმის არ არსებული ფაქტი იყო ჩემთვის.
ჩემი სიამოვნება მონანიების მოსმენაა, სხვა სიამოვნება უბრალოდ არ არსებობს.
თუმცა არ არსებობდა აქამდე.
სექსის დროს ყოველთვის მივდივარ კულმინაციამდე, მაგრამ არასდროს განმიცდია ორგაზმი.
ეს ბუნებრივი მოთხოვნილებაა. შენი ორგანიზმი გთხოვს რაღაც გააკეთო, შენც უბრალოდ ვერ გადაუდიხარ ამ საწყისებს.
ყოველი აქტისას ცხოველს ვგავდი დენის დრო, ჟინს ვგრძნობდი, რომელიც მინდოდა, თუ არ მინდოდა უნდა დამეკმაყოფილებინა. ამისკენ მიბიძგებდა სხეული, ამას მოითხოვდა გონება.
არასდროს მახსოვდა მეორე დღეს სახეები, რომელიც რამდენიმე საათით ადრე ჩემს ქვეშ კვნესოდნენ.
უბრალოდ ვხმარობდი და ნახმარ ნივთს სანაგვეს ვატანდი, ვირეცხავდი მათ სურნელს. ხომ არავინ ფიქრობს უკვე გადაგდებულ ნაგავზე?
ერთადერთი, რასაც ჟინის მოკვლის შემდეგ ვგრძნობდი, უსუფთაობის, სიბინძურის შეგრძნება იყო და საათებს ვატარებდი შხაპის ქვეშ, ეს შეგრძნებები რომ გამექრო ჩემში.
ჩემს სხეულზე.
არასდროს ვაძლევდი უფლებას ვინმეს, შემხებოდა. იმ სიბინძურეს არ მსურდა მათი თითის ანაბეჭდებიც დამატებოდა ჩემს კანზე.
მაგრამ ერთი კი იყო, ის ვისთანაც ეს სიბინძურე მაკავშირებდა, არასდროს გახდებოდნენ ჩემი მსხვერპლები.
მათი წაბილწული სხეული, არასდროს გახდებოდა ჩემი მიზანი.
სამსხვერპლო არასდროს დაჭუჭყიანდებოდა ჩემი მიზეზით.
ბედნიერი გადარჩენილები.ახლა კი დავყურებ სხეულს, ჩემი სურვილით სავსე თვალებით რომ მიცქერს ქვევიდან.
მისი ჩამუქებული ქუთუთოები, ყორნის თვალებს მაგონებს.
გინახავთ ყორანი?
შავია.
ბნელი, როგორც ჩემი სული.
და ეს მუქი სიმრგვალეები, ჩემი განწმენდისკენ მოილტვიან თითქოს.
ერთიანად ფეთქდება რაღაც მუცელში, თავს ვერ ვიკავებ მის ყელს დავსწვდე და კბილებში მოვიქციო.
კვნესის და ეს ხმა საერთოდ არ მეჩვენება ბინძურად.
მინდა სულ მესმოდეს.
სურვილი მკლავს, ყოველ წამს ვეზიარო ამ ცოდვილ კვნესას და ეს ხმა დაბინძურების ნაცვლად, წმენდს ჩემს ეგოს.
საათებიც გავჩერდებოდი მის ყელს დაკონილი, დღეები გავიდოდა და არ მომბეზრდებოდა ეს სურნელი, მაგრამ ზედმეტი მომდის. ამას ვამჩნევ.
კბილებში მოქცეული კანი, ენას რომ ვატარებ მასზე, ნელ-ნელა უფრო მკვრივდება. მიჭირს დაშორება ამ სიამესთან. ზევიდან ვუყურებ იმ ადგილს, უკვე შავ წერტილად ქცეულა.
რასაც ვეხები, ყველაფერი ასეთ ფერს იძენს.
თითქოს ის ნაწილი რაც ჩემში განწმინდა, მის სხეულზე აღიბეჭდა სამუდამო დამღად.

YOU ARE READING
Anger, Passion, Greed
Fanfiction2021/09/24_2022/01/15 მხოლოდ სამ ცოდვას ვაღიარებ: მრისხანება, ვნება, სიხარბე. მრისხანებამ მაქცია იმად, რაც ვარ. ვნებამ მაიძულა გამეგრძელებინა იმის კეთება, რასაც ჩავდიოდი. სიხარბემ არ მომცა საშუალება გამეშვი. როცა სამსჯავროზე წარვსდგები, ნუ მომთხოვთ...