4. დამთხვევა???

296 17 4
                                    

გათენდა. გაიღვიძა. ცუდადაა. ნეტავ არ გათენებულიყოო... - ფიქრობს. უბედურია. შინაგანად კვდება. არ უნდა რომ ახსოვდეს. არ უნდა რომ არსებობდეს. მაგრამ ახალი დღე, ახალი შესაძლებლობა, ახალი ისტორია ხვალისთვის.... ადგა, ჩაიცვა, და მისაღებში გავიდა, იქ კი ორი საყვარელი ადამიანი დახვდა, რომლებიც ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, ისეთი საყვარლები იყვნენ.
- ვიცი, რომ ხელს გიშლით, მარა მომშივდა. - ამბობს სალომე და იცინის.
- ვა სალი, გაიღვიძე? - კითხულობს ტასო.
-არა ტასი, ისევ მძინავს. - სარკაზმით თქვა სალომემ.
- იცი სალო, ეგეთი უხეში რო არ იყო, ალბათ ბიჭებს ვერ მოიშორებდი თავიდან. - უთხრა ცოტნემ სიცილით.
- აუ ახლა ბიჭების თავი მაქ კი.
- რა გადაწყვიტე? - იკითხა ტასომ.
- არვიცი, ალბათ გადავალ. -თქვა სალომემ.
- აუ რაკაია, თორე შენ რა გაგიძლებდა - სერიოზული სახით თქვა ცოტნემ და შემდეგ მაინც ჩაიცინა.
- ეეე მეწყინა... - დაიწუწუნა სალომემ.
- კაი რა შეჩემა, რა გეწყინა.
- ე ბიჭო, შეჩემათი მიმართე შენ დებილ ძმაკაცებს ოკეი??
- რაიყო თითქოს პირველად მოგმართავ, თან ვიცი რო გევასება ეგეთი ჯიგრული ურთიერთობები და ნუ ატრაკებ რა.
- ჰო კაი - თვალები აატრიალა და სამზარეულოში გავიდა.
- სალი საჭმელი არაფერია. - დაიყვირა ანასტასიამ.
- აუ ხოარ ღადაობთ? ვერ ამოიტანეთ? რას მიკეთებდით ე?
- კაი რა სალი, ახლა ვაპირებდით ჩასვლას და გაიღვიძე. -თქვა წუწუნით ტასომ.
- კი გეტყობოდათ რო უკვე გადიოდით. - დაიბუზღუნა სალომ.
- აუ კაი რა შეჩემა, ვაფშე შენ ამოგვიტანე, თან წყვილი ცოტახანი მარტო დავრჩებით. - წარბების თამაშით თქვა ცოტნემ.
- ვაიმე მოგიკვდით, ერთი დღე ვერ გაჩერდეთ მიბაბანებას გარეშე რაა....
- სალოოო!!! - დაუყვირა ტასომ.
- რაიყო ქალო თითქოს უცხოები იყოთ. კაი წავალ და ამოვიტან რამეს. რამდენი ხანი გეყოფათ?
- რავი ნახევარი საათი ან ერთი საათი. - გამოითვალა ცოტნემ.
- ვა მაგდენი შეგიძლია ჩემო ძმაო? - თითქოს გაიკვირვა სალომემ.
- ეეეე რაებზე ლაპარაკობთ, ვაფშე არ გიტყდებათ? - გაგიჟებული სახით შეხედა ორივეს.
- კაი რა ჩემო ტასუნა ამასთან რა უნდა გამიტყდეს?
- კაი დაახვიეთ ლოგინში მე წავედი. - თქვა სალომემ, კარებთან მისვლისას დაამატა - იმედია ჩემი დაქალი მთელი დამხვდება. - და ჩაიხითხითა.
- გააჯვი ქალო! - დაუყვირა ხმამაღლა და მერე ცოტნესთან ერთად იცინოდა .

ციდან დაგათვალიერებ/ I will look at you from the sky      (დასრულებული)Where stories live. Discover now